ჟან-პიერ ნორბლენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი

ჟან-პიერ ნორბლენ დე ლა გურდენი (ფრანგ. Jean-Pierre Norblin de la Gourdaine, ასევე იან პიოტრ ნორბლინი; დ. 15 ივნისი, 1740, სენისა და მარნის დეპარტამენტი, სხვა ცნობებით 1 ივლისი, 1745, შამპანი - გ. 23 თებერვალი, 1830, პარიზი), წარმოშობით ფრანგი, პოლონელი მხატვარი, კალიგრაფი, გრავიორი და კარიკატურისტი; პოლონური ჟანრული ფერწერის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1774-1804 წლებში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში ცხოვრობდა, რომლის მოქალაქეც გახდა. მისი წარმატება პოლონეთში უსაზღვრო იყო. მას შეკვეთებს აძლევდნენ პოლონეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახები, რის გამოც ის პარიზში არ დაბრუნებულა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე. მის სტილში ის ამჟღავნებდა ანტუან ვატოს გავლენას. მის ნამუშევრებში ის როკოკოს ტრადიციითა და ჟურნალისტური აკურატულობით ასახავდა ყოველდღიური ცხოვრებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პანორამებს. შექმნილი აქვს თანამეგობრობის ბოლო წლების ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლების პორტრეტთა გალერეა. ამის გამო ნორბლენი პოლონეთის განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრად ითვლება.