ჟან-ლუი ლოდე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟან-ლუი ლოდე (ფრანგ. Jean-Louis Loday, დ. 12 იანვარი, 1946 - გ. 6 ივნისი, 2012) — ფრანგი მათემატიკოსი, სტრასბურის ლუი პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალგებრულ ტოპოლოგიაში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში. განსაკუთრებით ცნობილია მისი ღვაწლი ციკლურ ჰომოლოგიათა და ოპერადების თეორიაში. ლოდე ცნობილია როგორც ლაიბნიცის ალგებრათა შემქნელი. ავტორია ისეთი მონოგრაფიების როგორებიცაა ციკლური ჰომოლოგა [1] და ალგებრული ოპერადები [2].

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მათემატიკოსებთან და რამდენიმეჯერ იყო საქართველოში, მისი ინიციატივით მოეწყო ფრანგ-ქართველ მათემატიკოსთა კონფერენცია სტრასბურგში 1998 წელს, სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს ქართულ მათემატიკურ ჟურნალში[3] და [4].

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Jean-Louis Loday, Cyclic Homolog, Grund. der math. Wiss. 301, Springer Verlag, 1992. Second edition. 1998 (513 p.)
  2. Jean-Louis Loday et Bruno Vallette, Algebraic Operads, xviii+512 p., 2012, Springer Verlag, 2012 (636 p)
  3. Jean-Luis Loday. The tensor category of linear maps and Leibniz algebras.Georgian Mathematical Journal. 5(1998), 263-276.
  4. Jean-Luis Loday. Completing the operadic butterfly.Georgian Mathematical Journal. 13(2006) 741-749