ჟანგა ხრაშუნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟანგა ხრაშუნა
Russula ochroleuca châtaigne.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი: Russula
ოჯახი: Russulaceae
გვარი: ხრაშუნა სოკოები
სახეობა: Russula ochroleuca
ლათინური სახელი
Russula ochroleuca

ჟანგა ხრაშუნა (ლათ. Russula ochroleuca) — Russula-ს რიგის სოკო.

ქუდი 4-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ბრტყელი, შემდეგ კი - ძაბრისებრი, ზედაპირი სადაა, ლორწოვან-წებოვანი, კიდეები ზოლიანი, ჟანგისფერია, იშვიათად - მომწვანო. ფირფიტები სქელია, თეთრი, შემდეგ მოყვითალო ხდება. ფეხი 4-7 სმ სიგრძისაა და 1,5-2 სმ სისქისაა, თეთრიდან ჟანგისფრამდე. რბილობი თეთრია და ცხარე. სპორები თითქმის სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 8-8.5X5-7 მკმ. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება დასამწნილებლად წინასწარ გათუთქვის ან დალბობის შემდეგ.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "საქართველოს სოკოები" ივანე ნახუცრიშვილი 2007, "ბუნება პრინტი" ISBN 99940-856-1-1