ჟაკ ბეკერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ ბეკერი
Jacques Becker
დაბ. სახელი ჟაკ ბეკერი
დაბ. ადგილი პარიზი
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი 1906
გარდ. თარიღი 21 თებერვალი 1960
პარიზი
საქმიანობა რეჟისორი
წლები 1935–1960

ჟაკ ბეკერი (ფრანგ. Jacques Becker; დ. 15 სექტემბერი 1906, პარიზი, — გ. 21 თებერვალი 1960, იქვე) — ფრანგი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჟაკ ბეკერი 1932 წლიდან მუშაობდა ჟან რენუარის ასისტენტად. მისი პირველი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ფილმია „უკანასკნელი კოზირი“ (1942). ბეკერის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. გამოირჩევა დაოკებული ემოციით, ხასიათების წვდომით. დაქორწინებული იყო ფრანსუაზა ფაბიანზე, რომელიც თავის დროზე ცნობილი მსახიობი იყო. მათი შვილი ჟან ბეკერი (დ. 1938), აგრეთვე დღეისათვის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორია.

ჟაკ ბეკერს გადაღებული აქვს 20-მდე კინოფილმი. მოღვაწეობდა ასევე როგორც სცენარისტი და მსახიობი. დგავდა დრამას, კომედიასა და კრიმანულურ კინოფილმებს. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ანტუანი და ანტუანეტი“ (1947), „ედუარდი და კაროლინა“ (1951) და „ხვრელი“ (1960).

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Жак Беккер, Высказывания, фильмы, [М., 1969].