პფორცჰაიმი
|
ქალაქი
პფორცჰაიმი
Pforzheim
|
პფორცჰაიმი (გერმ. Pforzheim) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, შვარცვალდის ტყის მასივის შესასვლელთან. საქვეყნოდაა ცნობილი ამ ქალაქის საიუველირო და საათების წარმოება. 1565 წლამდე წარმოადგენდა ბადენის მმართველთა სამყოფელს, რის გამოც, ზედმეტსახელად გოლდშტადტი ანუ „ოქროს ქალაქი“ უწოდეს.
პფორცჰაიმის ფართობი 98 კმ²-ია და მდებარეობს ქალაქ შტუტგარტსა და კარლსრუეს შორის, რამდენემე მდინარის შერწყმის ადგილზე და წარმოქმნის საზღვარს ბადენსა და ვიურტემბერგს შორის, მოქცეულია ბადენის ტერიტორიაზე. ქალაქი ადმინისტრაციულად არცერთ რაიონს არ მიეკუთვნება.
მეორე მსოფლიო ომის დროს პფორცჰაიმი მრავალგზის დაიბომბა. უდიდესი თავდასხმა და ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი საჰაერო დაბომბვა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, სწორედ პფორცჰაიმზე განახორციელა სამეფო საჰაერო ძალებმა 1945 წლის 23 თებერვლის საღამოს. დაბომბვისას დაიღუპა ქალაქის მოსახლოების დაახლოებით მეოთხედი — 17 000 ადამიანი, განადგურდა შენობათა 83%. მოკავშირეებს მიაჩნდათ, რომ ამ ქალაქში იწარმოებოდა გერმანიის ძალებისათვის საჭირო ინსტრუმენტები და რომ იგი იყო გერმანული ჯარების გადაადგილების სატრანსპორტო კვანძი. დაბომბვის ეს ისტორია დრამატულადაა აღწერილი 2011 წელს გამოცემულ გილ მილტონის ისტორიულ წიგნში „ვოლფრამი: ბიჭი, რომელიც ომში მიდის, 2011“.
ომის შემდეგ, ნანგრევების უზარმაზარი მასა ვალბერგის მთაზე გაიტანეს, ნაწილი კი ქალაქის გარეუბანში არსებულ ბრიოტცინგერის ხეობაში ჩაყარეს, რამაც ამ ხეობის გაქრობა გამოიწვია. იგივე ქმედებები განხორციელდა სხვა დანგრეულ ქალაქებში, მაგალითად შტუტგარტსა და მიუნხენში. ომის შმედგომ ოც წელისადში, პფორცჰაიმი თანდათანობით ხელახლა აშენდა, საკმაოდ თანამედროვე იერსახე მიეცა და 1950-იანი წლების რამდენიმე გამორჩეული შენობაც აიგო.
სექციების სია |
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
გერნიკა-ლუმო, ესპანეთი (1989-დან)
სენ-მორ-დე-ფოსე, საფრანგეთი (1989-დან)
ვიჩენცა, იტალია (1991-დან)
ოსიეკი, ხორვატია (1994-დან)
ირკუტსკი, რუსეთი (1999-დან)
ნევშეჰირი, თურქეთი (2000-დან)
ჩენსტოხოვა, პოლონეთი (2000-დან)
დიორ-მოშონ-შოპრონი, უნგრეთი (2001-დან)
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Pforzheim im Stadtwiki Pforzheim-Enz
- Artikel und Fotos auf badischewanderungen.de zur Kritik am Pforzheimer Stadtbild
- Video zum Stadtbild