პურიზმი (ლინგვისტიკა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პურუზმი (ფრანგ. purisme < ლათ. purus „სუფთა, წმინდა“) — ენაში შემოსულ უცხო სიტყვათა (უფრო ნეოლოგიზმების) უკუგდება და მათი შეცვლა დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული (ან შეთხზული) სიტყვებით. ეს მისწრაფება ენის „გაეროვნულებისაკენ“ ზოგჯერ ყოველგვარი ენობრივი ნასესხობის გაუმართლებელ უარყოფამდე მიდის. ენაში ახალი, საერთაშორისო ტერმინების შემოსვლა ენის ბუნებრივ განვითარებას არ ეწინააღმდეგება და ენის „დანაგვიანებას“ არ წარმოადგენს.
მაგალითები [რედაქტირება]
როგორც ყველა ენაში, პურიზმს ქართულშიც უხვად მოეპოვება მაგალითები:
- გვარდუცი — ჩემოდნის მაგივრად.
- სატუცავი — კალოში.
- წვრილმადიდი — მიკროსკოპი.
- ანგარანი — კანტორა.
- ჩალათა — კონვერტი.
- გლარჯმილა — პაპიროსი.
- ხვანჯი — სკანდალი
- ყელფანდურა — ვიოლინო
- ელსმენი — ტელეფონი და ა.შ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VIII, გვ. 233, თბ., 1984 წელი.