პუნქტუაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუნქტუაციური ნიშნები
პუნქტუაცია
აპოსტროფი ( ’ ' )
ფრჩხილები ( [ ], ( ), { }, ⟨ ⟩ )
ორწერტილი ( : )
მძიმე ( , ، 、 )
ტირე ( , –, —, ― )
მრავალწერტილი ( …, ..., . . . )
ძახილის ნიშანი ( ! )
წერტილი ( . )
დეფისი ( )
დეფის-მინუსი ( - )
კითხვის ნიშანი ( ? )
ბრჭყალები ( ‘ ’, “ ”, ' ', " " )
წერტილ-მძიმე ( ; )
წილადის ნიშანი ( /,  ⁄  )
სიტყვის გამყოფი
ინტერპუნქტი ( · )
ნიშანსივრცე ( ) ( ) ( )
ზოგადი ტიპოგრაფია
ამპერსანდი ( & )
ვარსკვლავი ( * )
@ ნიშანი ( @ )
უკუწილადი ( \ )
სიის მარკერი ( )
კაერტის ნიშანი ( ^ )
† სიმბოლო ( †, ‡ )
გრადუსის სიმბოლო ( ° )
გადაბრუნებული კითხვის და ძახილის ნიშანები ( ¡ )
გადაბრუნებული კითხვის ნიშანი ( ¿ )
ოქტოთორპი ( # )
ნომრის ნიშანი ( )
გაყოფის ნიშანი ( ÷ )
რიგობითი ინდიკატორი ( º, ª )
პროცენტი, პრომილე ( %, ‰ )
პლუსი და მინუსი ( + − )
საბაზისო პუნქტი ( )
აბზაცის ნიშანი ( )
შტრიხი ( ′, ″, ‴ )
პარაგრაფის ნიშანი ( § )
ტილდა ( ~ )
ქვეტირე ( _ )
ვერტიკალური ხაზი ( ¦, ‖, | )
ინტელექტუალური საკუთრება
საავტორო უფლების ნიშანი ( © )
დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი ( ® )
მომსახურების ნიშანი ( )
მომიჯნავე უფლებების ნიშანი ( )
სავაჭრო ნიშანი ( )
ვალუტის ნიშნები
ვალუტის ნიშანი (საერთო) ( ¤ )
ვალუტის ნიშანი (კონკრეტული)
( ฿ ¢ $ ƒ £ ¥ )
იშვიათი ტიპოგრაფია
ასტერიზმი ( )
ფლერონი ( )
ინდექსი ( )
ინტერობანგი ( )
ირონული ნიშანი ( )
რომბის ნიშანი ( )
შენიშვნა ( )
კვანძი ( )
სხვა
დიაკრიტიკული ნიშნები
ლოგიკური სიმბოლოები
ციტატების ნიშნები ( « », „ ” )
სხვა დამწერლობებში
ჩინური პუნქტუაცია
ებრაული პუნქტუაცია
იაპონური პუნქტუაცია
კორეული პუნქტუაცია

პუნქტუაცია (გვიანდ. ლათ. punctuatio < ლათ. punctum — „წერტილი“) — სასვენ ნიშანთა ხმარების წესები. მისი დანიშნულებაა წინადადება ნათელი და ზუსტი გახადოს.

პუნქტუაციის ჩამოყალიბებამდე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა, რაც კითხვას დიდად აძნელებდა. დამწერლობის განვითარებასთან ერთად საჭირო შეიქნა შემუშავებულიყო ნიშნები ტექსტის დასანაწევრებლად.

ძველ ქართულში ძირითადად წერილი გამოიყენებოდა და მისი სხვადასხვა კომბინაციის საშუალებით ხდებოდა აზრის დანაწევრება. V-X საუკუნეების მთელ რიგ ძეგლებში წინადადებაში შემავალი გარკვეული პერიოდები — ,=,>,= — ნიშნებით გამოიყოფოდა. სასვენი ნიშნების სისტემატიზაციას შეეცადა ეფრემ მცირე (X საუკუნის II ნახევარი) და ჩამოაყალიბა მათი ხმარების გარკვეული წესი-შემოიტანა ერთი (.) ორი (:) სამი (:·) ექვსი (:·:·) წერტილი და ტერმინები: „მცირედ სასუჱნად“, „განსაკუჱთელად სიტყჳისა“, „დიდად სასუჱნად“, და „სრულად დასაბოლოებად და ახლად დასაწყებელად სიტყჳისა“.

XI საუკუნიდან ხელნაწერებში ვხვდებით კითხვითი წინადადების გამოყოფას მახვილისა (') და მძიმის (,) საშუალებით. მახვილი დაისმოდა კითხვით სიტყვასთან ან კითხვით ნაწილაკთან, ხოლო მძიმე — კითხვით სიტყვასთან ან კიხვითი წინადადების ბოლოს. XII საუკუნეში ეს უკანასკნელი წერტილმძიმით გამოიყოფა.

ანტონ კათალიკოსმა (XVIII ს.) სასვენი ნიშნების ახალი სისტემა შეიმუშავა. იგი წინადადების ყოფს უსრულად სრულად და დასასრულად. ამ წინადადებებში იხმარებოდა მძიმე, ერთი და ორი წერტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]