პუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კართაგენი და მასზე დამოკიდებული ტერიტორიები ქრისტეშობამდე 264 წელს.

პუნები — ძველი რომაელების მიერ ფინიკიელებისათვის შერქმეული სახელწოდება. ფინიკიელები წინა აზიიდან გადმოსახლდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში და ძველი წელთაღრიცხვის XII-VII საუკუნეებში იქ დააარსეს კოლონიები კართაგენი, უტიკა და სხვა. პუნური არის ფინიკიური ენის დიალექტი. რომის იმპერიასა და კართაგენს შორის ომების სახელწოდებაც სწორედ „პუნებიდან“ მომდინარეობს და პუნიკური ომების სახით არის ცნობილი. სახელწოდება პუნები კართაგენის განადგურების შემდეგ მხოლოდ მცირე ხნით შემორჩა ლათინურ ტექსტებში; ადრეული შუა საუკუნეებიდან პუნები აღარ მოიხსენიებიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]