პუდელ-პოინტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუდელ-პოინტერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 20-30 კგ.
სიმაღლე 53-66 სმ.
ბეწვი ღვიძლისფერი, წაბლისფერი, შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პუდელ-პოინტერი (გერმ. Pudelpointer) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნეში.

გერმანელი მონადირის ბარონ ფონ ზედლიცტის განკარგულებაში იყო პუდელის შვიდი სახეობა და მეძებრების თითქმის 100 სახეობა, სწორედ ამ ძაღლებიდან გადაწყვიტა ფონ ზედლიტცმა იდეალური მონადირის თვისებების მქონა ძაღლის ჯიშის მიღება. მის ახალ ძაღლს უნდა შესძლებოდა კვალზე მუშაობა, ნადავლის გამოტანა ბუჩქნარიდან და წყლიდან და პატრონთან მიტანა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიღებულმა ჯიშმა გერმანიაშიც კი ვერპოვა დიდი გავრცელება. ეს გასაკვირია რადგან მას აქვს ძალიან კარგი მონადირე ძაღლის თვისებები და არ ქვს რაიმე მნიშვნელოვანი ნაკლი.

გერმანიაში ოფიციალური რეგისტრაციის მისაღებად თითოეული პუდელ-პოინტერი მკაცრ ტესტირებას გადის. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ჯიშის ნახვა მხოლოდ სერიოზული მონადირეების სახლებში შეიძლება.

პუდელ-პოინტერის აქვს მოკლე, უხეში წყალგაუმტარი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ღვიძლისფერი, წაბლისფერი, შავი. აქვს ძლიერი უკანა ფეხები, ძლიერი, მასიური წინა ფეხები და კარგად გამოხატული, გრძელი ბალნით დაფარული წარბები. ის კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს, ადვილად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: