პტოლემეოს IV
ვიკიპედიიდან
პტოლემეუს IV ფილოპატორი (ბერძნ. Πτολεμαίος Φιλοπάτωρ) (მართავდა ძვ. წ. 221-204 წწ.) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეოსთა დინასტიიდან. ძვ. წ. 221-217 წწ. სელევკიდებთან ომი პტოლემეუს IV-სთვის გამარჯვებით დასრულდა. რაფიასთან ფარაონმა გაანადგურა ანტიოქ III დიდის არმია (ძვ. წ. 223-187 წწ), თუმცა შემდეგ სირიის მეფემ რამდენიმეჯერ დაამარცხა იგი და პალესტინაზე საკუთარი მმართველობა დააწესა. შესაბამისად, სელევკიდებთან ომის პერიოდში პტოლემეოსმა სირიის თითქმის ყველა სამფლობელო დაკარგა.

