პროტეუსებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პროტეუსებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Proteidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პროტეუსებრნი (Proteidae), კუდიან ამფიბიათა ოჯახი. აქვთ წაგრძელებული სხეული, სუსტი კიდურები, გარეთა ლაყუჩები, კანქვეშ ჩამალული თვალები, უპიგმენტო კანი. ოჯახში 2 გვარია:
- ევროპული პროტეუსი ერთი სახეობით (Proteus anguinus), რომლის სხეულის სიგრძეა 28 სმ, წინა კიდურებზე 3 თითი აქვს, უკანაზე — 2. გავრცელებულია იუგოსლავიის კარსტულ მღვიმეებში, სინათლეს შეიგრძნობს მთელი კანით. იკვებება უხერხემლოებით ცოცხლადმშობია.
- ამერიკული პროტეუსის გვარი (Necturus) შეიცავს 5 სახეობას, აქვს ძალზე პატარა თვალები, პიგმენტიანი კანი, 4-4 თითი ორსავე კიდურზე; ყველაზე მეტად ცნობილია Necturus maculosus, რომლის სიგრძეა 36 სმ, გავრცელებულია აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კანადაში. ცხოვრობს მტკნარ წყალსატევებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ., 8, გვ. 210-211, თბ., 1984
სტატიის