პრომეთე (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (მრავალმნიშვნელოვანი).

„პრომეთე“ქართული ყოველთვიური ლიტერატურული, სამეცნიერო და პოლიტიკური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1918 წელს. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია, რომელშიც შედიოდნენ პ. ინგოროყვა, ი. ყიფშიძე, კ. გამსახურდია; გამომცემელი — ი. სტურუა. გამოვიდა 3 ნომერი. ჟურნალში დაბეჭდილია ვ. ბარნოვის, ვაჟა-ფშაველას, ი. გრიშაშვილის, ა. ჭუმბაძისა და სხვათა ნაწარმოებები; ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, დიმიტრი უზნაძის, გიორგი ახვლედიანის და სხვათა სტატიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 206.
  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008