თანავარსკვლავედი (კოსმოსური პროგრამა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პროექტი "თანავარსკვლავედი")
პროექტ „თანავარსკვლავედის“ ლოგო

თანავარსკვლავედი (ინგლ. Constellation) — კოსმოსური პროგრამა „თანავარსკვლავედი“ არის NASA-ს ამჟამინდელი გეგმა კოსმოსის შემდგომი კვლევებისათვის. პროექტი შემუშავდა და განხორციელდა 2004 და 2010 წლებში.

პროექტი შედგება ახალი კომოსური ხომალდებისგან, რაკეტა-მატარებლებისგან და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისგან, რაც საშუალებას მისცემს აშშ-ს, რომ განახორციელოს გაფრენა როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ, ასევე მთვარისკენ. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადმოღებული იქნება „სპეის შატლის“ პროგრამიდან, ხოლო თავად ხომალდი „ორიონი“ ბევრი რამით დაესგავსება „აპოლოს“ ხომალდს.

ახალი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც გამოიყენებს აწყობა დედამიწის ორბიტაზე და აწყობა მთვარის ორბიტაზე სქემებს, შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: „ორიონის“ ეკიპაჟის მოდულს და სერვის მოდულს, მთვარის მოდულს (Lunar Surface Access Module) და რაკეტა-მატარებლის მესამე საფეხურს, რომელიც საჭიროა მეორე კოსმოსური სიჩქარის გასავითარებლად და დედამიწის დასატოვებლად. კოსმოსური გაფრენებისათვის გამოიყენებულ იქნება უპილოტო არეს-V (სხვადასხვა ტვირთისათვის) და პილოტირებული არეს-I „ორიონის“ ხომალდის გასაშვებად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.