პროექტის მართვა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროექტის მართვა (ინგლ. Project Management) - წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას, რომელიც უზრუნველყოფს დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვას, ორგანიზებას, უსაფრთხოებასა და მართვას, რათა წარმატებით შესრულდეს პროექტის მიზნები.

პროექტი (ინგლ. Project) - კლიენტის მოთხოვნების შესრულებისათვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით.

პროექტის მართვის მთავარი ამოცანაა, მიღწეულ იქნას პროექტის მიზნები გარკვეული შეზღუდვების პირობებში. ეს შეზღუდვები ძირითადად თავს იყრის შემდეგ სამ მახასიათებელში: დრო, ბიუჯეტი და პროექტის არსი (ინგლ. Scope).

[რედაქტირება] ისტორია

პროექტის მართვის მეთოდოლოგიები ჯერ კიდევ ადრეულ ცივილიზაციაში ჩაისახა. XX საუკუნემდე პროექტების მართვა ძირითადად იმართებოდა უშუალოდ პროექტებზე პასუხისმგებელი პირების (პროექტის მენეჯერების) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიების მიხედვით. ასეთ მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი რომაელი მწერალი, არქტიტექტორი და მეცნიერი ვირტუვიუსი (ძვ.წ. I საუკუნე), ინგლისელი არქიტექტორი ქრისტოფერ ვრენი (1632–1723), შოტლანდიელი მშენებელ-ინჟინერი და არქიტექტორი თომას თელფორდი (1757–1834) და ინგლისელი მშენებელ-ინჟინერი ისამბარდ კინგდომ ბრუნელი (1806–1859).

თანამედროვე პროექტის მართვის ერა იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან.