პროგრამა ვენერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„პროგრამა ვენერა“ — საბჭოთა უპილოტო კოსმოსური ხომალდების სერია პლანეტა ვენერის შესასწავლად.

სხვა შედეგებთან ერთად, ამ სერიის ხომალდებმა პირველად მოახერხეს სხვა პლანეტის ატმოსფეროში შესვლა, სხვა პლანეტის ზედაპირზე რბილად დაჯდომა, პლანეტის ზედაპირის ფოტოსურათების გამოგზავნა დედამიწაზე და ვენერის ზედაპირის რადიოლოკაციური გამოსახულებების მიღება. ასე რომ, მთელი ეს წამოწყება პლანეტა ვენერის შესაწავლად შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც მეტად წარმატებული. პლანეტა ვენერის მზესთან ახლომდებარეობის გამო მასზე არსებული პირობების (მაღალი ტემპერატურა და წნევა) გამო ხომალდების მუშაობის ხანგრძლივობა არც ისე დიდი იყო. დიამეტრი დედამიწასა და ვენერას შორის 0.95 კილომეტრია.მისი მასა 0.82. ორბიტის რადიუსი 0.72. ბრუნვის პერიოდი 0.62.დღე-ღამე 243.00 თანამგზავრი კი არ ჰყავს

ხომალდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენერა-1 იყო პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც პლანეტა ვენერისკენ გაიგზავნა. ხომალდი გაშვებულ იქნა 1961 წლის 12 თებერვალს და მან პლანეტიდან 100 000 კმ მანძილზე ჩაიარა.

ვენერა-2 და ვენერა-3 პლანეტას 1965 წლის ნოემბერში მიაღწიეს. ვენერა-2 1966 წლის თებერვალში პლანეტას 24 000 კმ მანძილზე ჩაუარა. ვენერა-3 პლანეტის ზედაპიურს მიაღწია.

ვენერა-4 1967 წლის ოქტომბერში პლანეტა ვენერაზე ჩაუშვა დასაშვები აპარატი, რომლის პარაშუტებმა უზრუნველყვეს დაშვება პლანეტის ზედაპირზე, რომელიც 94 წუთი გრძელდებოდა. დასაშვებმა აპარატმა გადმოსცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვენერის ატმოსფეროში 25 კმ სიმაღლეზე 271 გრადუსი ტემპერატურა და წნევა 17-20 ატმ წნევა იყო. გაზომვით დადგინდა, რომ ვენერის ატმოსფერო თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგებოდა.

ვენერა-5 და ვენერა-6 1969 წლის მაისში შევიდნენ ვენერის ატმოსფეროში ღამის მხარეზე და გადმოგვცეს ატმოსფეროს ქვედა ფენების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია.

ვენერა-7 1970 წლის 15 დეკემბერს მიაღწია ვენერის ზედაპირს ღამის მხარეზე. 23 წუთის განმავლობაში იგი გადმოსცემდა ინფორმაციას პლანეტის შესახებ, სანამ მაღალი ტემპარატურის და წნევის გამო არ განადგურდა.

1975 წლის ოქტომბერში ვენერა-9 და ვენერა-10 დასაშვებმა აპარატები დაეშვნენ ვენერის ზედაპირზე დღის მხარეზე ერთმანეთისგან 2 000 კმ დაშორებით. თვითონ კოსმოსური ხომალდები გავიდნენ ვენერის ირგვლივ ძლიერ გაჭიმულ ელიფსურ ორბიტაზე (გარემოქცევის პერიოდი 2 დღე იყო). ვენერა-9 დასაშვები აპარატი ინფორმაციას 53 წუთის განმავლობაში გადმოსცემდა.

1978 წლის დეკემბერში ვენერის დღის მხარეზე დაეშვნენ ვენერა-11 და ვენერა-12 დასაშვები აპარატები. ატმოსფეროს კვლევასთან ერთად ეს აპარატები აფიქსირებდნენ ელექტრულ მუხტებს.

1982 წლის მარტში ვენერა-13 და ვენერა-14 დასაშვები აპარატები დაეშვნენ პლანეტის ზედაპირზე. პირველად იქნა მიღებული პლანეტის ზედაპირის ფერადი ფოტოსურათები და ჩატარდა ზედაპირის გრუნტის ანალიზი.

ვენერა-15 და ვენერა-16, რომლებმაც პლანეტას 1983 წლის ოქტომბერში მიაღწიეს რამდენიმე თვის განმავლობაში, გადმოსცემდნენ ვენერის ზედაპირის რადიოლოკაციურ გამოსახულებებს, გარჩევისუნარიანობით 1-2 კმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: