პრიპიატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პრიპიატი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „პრიპიატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ პრიპიატი (მდინარე).
ქალაქი
პრიპიატი
Прип'ять
მიტოვებული 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი პრიპიატში
მიტოვებული 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლი პრიპიატში
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
რეგიონი კიევის ოლქი
კოორდინატები 51°24′00″ ჩ. გ. 30°03′00″ ა. გ. / 51.40000° ჩ. გ. 30.05000° ა. გ. / 51.40000; 30.05000
დაარსდა 1970
ქალაქი 1979  წლიდან
მოსახლეობა 0 კაცი
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 4499[1]
საფოსტო ინდექსი 255614 (1986 წლამდე)[2]
ოფიციალური საიტი pripyat.com

Ukraine location map.svg

Red pog.svg

პრიპიატი (უკრ. Прип'ять) — მიტოვებული ქალაქი ჩრდილოეთ უკრაინაში. 1986 წლის 26 აპრილს, გამთენიისას ამ ქალაქის მახლობლად ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა გაჟონვა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიფრქვა მავნე და სიცოცხლისთვის საშიში რადიოაქტიური ნივთიერებები. ქალაქიდან ევაკუირებული იქნა მოსახლეობა და მას შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. ჩერნობილის განკერძოებულ ზონაში მოქცეულ ქალაქების შორის პრიპიატსა და ჩერნობილს, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არ ჩამოერთვათ დასახლებული პუნქტის სტატუსი.

პრიპიატი საოლქო მნიშვნელობის ფორმალური ქალაქია, რომელიც ექვემდებარება კიევის საოლქო საბჭოს. მდებარეობს მდინარე პრიპიატის ნაპირებზე, იანოვის სარკინიგზო სადგურის სიახლოვეს, ჩერნიგოვ-ოვრუჩის მონაკვეთზე. საავტომობილო გზები ქალაქს აქცევდა პოლესიეს სატრანსპორტო მაგისტრალების ხელსაყრელ კვანძად. 1985 წლის ნოემბრის მონაცემებით პრიპიატში ცხოვრობდა 47 500 ათ. ადამიანი, დაახლოებით 25-მდე სხვადასხვა ეროვნების ხალხი. ქალაქის ტერიტორიაზე თავმოყრილი იყო 10 სპორტული დარბაზი, 3 აუზი, 10 სასროლი ტირი, 2 სტადიონი.

ისტორია და ქალაქის განვითარება[რედაქტირება]

ქალაქში შესასვლელი.
ხედი ქალაქზე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, სახურავიდან.
ატრაქციონი პარკის ტერიტორიაზე.

დაარსდა 1970 წლის 4 თებერვალს. 1979 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი. მისი დაარსების გენერალური მიზეზი გახდა მშენებლობა და შემდგომი ექსპლუატაცია ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურისა, რომელიც ცნობილი იყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სახელით.

პრიპიატი სსრკ-ში გახდა რიგით მე-9 ატომური ელექტროსადგური ქალაქ-თანამგზავრი. 1985 წლის ნოემბრის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობდა 47 ათ. 500 ადამიანი, მოსახლეობის მატება უდრიდა დაახლოებით 1500 ადამიანს წელიწადში, რომელთაგან 800-მდე იყვნენ ახალშობილები, ხოლო დაახლოებით 500-600 ადამიანი აქ მუდმივად საცხოვრებლად სსრკ-ის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდა. საპროექტო, თავდაპირველად გათვლილი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 75-78 ათ. ადამიანი.

1986 წლის 27 აპრილს პრიპიატის მოსახლეობა ჩერნობილის ავარიის გამო ევაკუირებული იქნა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მოსამსახურე პერსონალისათვის აშენდა ახალი ქალაქ-თანამგზავრი — სლავუტიჩი, რომელიც 50 კმ-ში მდებარეობს ატომური ელექტროსადგურიდან. ამჟამად პრიპიატი ჩერნობილის განკერძოებული ზონის ტერიტორიაზეა მოქცეული. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქალაქო ტერიტორია შედის კიევის ოლქის ივანკოვის რაიონში.

ავარიის შემდეგ, მიმდინარეობდა დეზაქტივაციური სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული ფონი.

აქვს მკვეთრად გამოყოფილი ცენტრი, სადაც განლაგებული იყო ადმინისტრაციული შენობები, კულტურისა და დასვენების ობიექტები, საკვები პროდუქტებისა და სამრეწველო-სავაჭრო მაღაზიები, სასტუმროთა კომპლექსი. მშენებლების პროსპექტსა და ლესია უკრაინკას ქუჩის გადაკვეთის ადგილზე უნდა აშენებულიყო სატელევიზიო სიგნალების რეტრანსლატორი. ამჟამად ქალაქში ბევრია რადიაციული მტვერი, რომელიც გროვდება თხრილებში, ჩაღრმავებულ ადგილებში. ამასთანავე მტვერი გრუნტში, ხეებსა და სახლებშია გამჯდარი. ქალაქიდან სამხრეთით განლაგებულია ეგრეთ წოდებული „წითელი ტყე“, რომელიც განადგურდა დეზაქტივაციის დროს. თუმცა, დღეისათვის მიმდინარეობს ტყის აღდგენა, რომელიც შთანთქავს გრუნტში არსებულ რადიაციულ მტვერს.

ქალაქის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით იზრდება მცენარე მამულა. შენობების გარკვეული ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. 2005 წელს ჩამოინგრა ყოფილი № 1-ის სკოლის შენობა.[3] ნაგებობების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია, 2012 წლისათვის მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე ობიექტი: სპეცსამრეცხაო, რკინის გადასამუშავებელი სადგური და წყლის ფთორირება, სპეცტექნიკის გარაჟი, აგრეთვე ქალაქში შესასვლელად განკუთვნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ბირთვული კატასტროფის ყველაზე უბედური ადგილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • В. Дворжецкий. Припять — эталон советского градостроительства. — Киев, 1985.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]