პრევეზის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრევეზის ბრძოლა
ვენეცია-ოსმალეთის ომის ნაწილი
Battle of Preveza (1538).jpg
პრევეზის ბრძოლა (XIX საუკუნის ნახატი)
თარიღი 28 სექტემბერი, 1538
მდებარეობა პრევეზა, იონიის ზღვა
შედეგი ოსმალეთის გამარჯვება
მხარეები
Flag of Most Serene Republic of Venice.svg ვენეციის რესპუბლიკა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
ვატიკანის დროშა პაპის ლქი
Flag of Genoa.svg გენუის რესპუბლიკა
Ottoman flag.svg ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ანდრეა დორია ხაირ ალ-დინ ბარბაროსა
ძალები
112 გალერა, 50 გალეონი, 140 ბარკა, 60 000 ჯარისკაცი 122 გალერა და გალიოტი, 12 000 ჯარისკაცი
დანაკარგები
10 ჩაძირული, 3 დამწვარი გალერა, 36 გალერა და 3 000 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა გალერები არ დაუკარგავს. 400 დაღუპუ;ი და 800 დაჭრილი

პრევეზის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა ოსმალეთის იმპერიის ფლოტსა და რომის პაპ პავლე III-ის მიერ გაერთიანებულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს (ესპანეთი, ვენეცია, გენუა, პაპის ოლქი) ფლოტს შორის. გაიმართა 1538 წლის 28 სექტემბერს პრევეზის სრუტეში, ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.

1537 წელს ოსმალეთის კაპუდინ-ფაშამ ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ ეგეოსის ზღვაში დაიპყრო ვენეციის რესპუბლიკის კუთვნილი მრავალი კუნძული და შეუერთა ოსმალეთის იმპერიას ნაქსოსის საჰერცოგო. აღნიშნულმა მოვლენამ აიძულა რომის პაპი პავლე III დაკავშირებოდა და გაეერთიანებინა წმინდა ლიგის რამდენიმე ქრისტიანული სახელმწიფო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.

მოკავშირეთა ფლოტი შეიკრიბა კუნძულ კორფუსთან, მათ მეთაურობდა გენუელი ადმირალი ანდრეა დორია. კოალიციას რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. მათი ფლოტი 160-ზე მეტ გალერას მოითვლიდა, მაშინ როდესაც თურქებს ჰყავდათ მხოლოდ 122 გალერა.

ბრძოლა დასრულდა ევროპელთა გამანადგურებელი დამარცხებით. თურქებმა ჩაძირეს 10, დაწვეს 3 და ხელთ ჩაიგდეს 36 გალერა და 3000 ტყვე. ევროპელების დამარცხების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება ქარის მიმართულების მოულოდნელი ცვალებადობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Cronaca dei Tocco di Cefalonia; prolegomeni, testo critico e traduzione, by Giuseppe Schirò, Corpus fontium historiae Byzantinae 10. (Rome: Accademia nazionale dei Lincei, 1975). in Italian.
  • John van Antwerp Fine, The Late Medieval Balkans: A critical survey from the late Twelfth Century to the Ottoman conquest, University of Michigan Press, 704 pages, (1994), ISBN 978-0-472-08260-5
  • Wolf, John B., The Barbary Coast: Algeria under the Turks, W. W. Norton, 1979. ISBN 0-393-01205-0
  • Cook, M.A. (ed.), A History of the Ottoman Empire to 1730, Cambridge University Press, 1976. ISBN 0-521-20891-2
  • Currey, E. Hamilton, Sea-Wolves of the Mediterranean, John Murrey, 1910. (Reproduced and manipulated electronically editions prior to 1923 available on the internet)