პრაღის დეფენესტრაციები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრაღის პირველი დეფენესტრაცია 1419 წელს. ადოლფ ლიბშარის ნახატიდან (1857—1919) „1419 წლის 30 ივლისის აჯანყება ახალ რატუშასთან““

დეფენესტრაცია (წარმოდგება ლათინური თავსართიდან de (ზოგადად — ამოღება) და არსებითი სახელიდან fenestra — ფანჯარა) — ადამიანის ფანჯრიდან გადმოგდების აქტი. ჩეხური ისტორიულ-პოლიტიკური ფენომენი, მოვლენა, რომელსაც თან ახლდა ღრმა შედეგები. ჩეხეთის ისტორიაში პრაღის დეფენესტრაციის სახელით ცნობილია, როგორც მინიმუმ, ორი შემთხვევა: პირველი 1419 წელს, ხოლო მეორე — 1618 წელს. ორივემ ჩეხეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ხანგრძლივი კონფლიქტების ბიძგის როლი ითამაშა. როგორც მინიმუმ, კიდევ ორი მოვლენა ჩეხეთის ისტორიაში (მათ შორის ერთ-ერთი — XX საუკუნეში) შეიძლება განვიხილოთ, როგორც „დეფენესტრაცია“.

ლიტერატურა[რედაქტირება]