პრაქსიტელე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრაქსიტელეძველი ბერძენი მოქანდაკე, ანტიკური ხანის (ჩვ.წ.აღ. IV საუკუნის), ერთ-ერთი სახელგანთქმული მოღვაწე. იგი არის, პატარა დიონისეთი ჰერმესის და აპოლონის ცნობილი ქანდაკებების ავტორი. პრაქსიტლეს შემოქმედება აღწერილია რომაულ წყაროებსა და ანტიკური ხანის ავტორთა გადმოცემებში. პრაქსიტლეს შემოქმედებას ფერთა გამას კი მხატვარი ნიკია აძლევდა.

ითვლება, რომ ათენელი შემოქმედის კეთისოდოტის შვილი პრაქსიტელე, დაიბადა ათენში ჩვ.წ.აღ. 390 წელს. ალექსანდრე მაკედონელის დროისთვის, კი მოქანდაკე ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო.

პრაქსიტელე – პირველი მოქანდაკეა, რომელმაც მაქსიმალური რეალობით გამოსახა შიშველი ქალის, აფროდიტა კნიდსელის სხეული, სადაც შიშველ ღვთაებას ხელით უჭირავს სხეულზე ჩამოცურებული ჩასაცმელი. შემდგომში ბევრი მოქნდაკე ზუსტად ასეთ პოზაში კვეთდა ღვთაების სხეულს. პრაქსიტლეს აფროდიტა იმდენად პოპულარული გახდა, რომ სკულპტურაში სფუძველი დაუდო ქალის ქანდაკების ახალ ტიპს: აფროდიტა კნიდსელის ტიპს (ასეთს, მაგალითისთვის განეკუთვნება ვენერა მილოსსელი).

პრაქსიტლეს პატივსაცემად პლანეტა მერკურზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი დაერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Aileen Ajootian, "Praxiteles", Personal Styles in Greek Sculpture (ed. Olga Palagia and J. J. Pollitt), Cambridge University Press, 1998 (1st publication 1996) (ISBN 0-521-65738-5), pp. 91–129.
  • (იტალიური) Antonio Corso, Prassitele, Fonti Epigrafiche e Lettarie, Vita e Opere, three vol., De Lucca, Rome, 1988 and 1991.
  • (ფრანგული) Marion Muller-Dufeu, La Sculpture grecque. Sources littéraires et épigraphiques, éditions de l'École nationale supérieure des Beaux-Arts, coll. « Beaux-Arts histoire », Paris, 2002 (ISBN 2-84056-087-9), p. 481-521 (new edition of Overbeck's Antiquen Schiftquellen, 1868).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: