პოცუოლის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოცუოლის ყურის თანამგზავრული ფოტო

პოცუოლის ყურე (იტალ. Golfo di Pozzuoli) — მცირედ გამოკვეთილი ყურე ტირენიის ზღვაში, ნეაპოლის ყურის ჩრდილო-დასავლეთით, იტალიის კამპანიის რეგიონის სანაპიროსთან. სახელი ეწოდა ქალაქ პოცუოლისგან.

გადაჭიმულია მისენოსა და პოზილიპოს კონცხებს შორის, 6 კილომეტრზე. ყურზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვულკანიზმთან დაკავშირებული ბუნებრივი ფენომენი ბრადისიმო, რის გამოც 1980-იან წლებში სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ნავსადგური თავდაპირველი მდებარეობიდან 50 მეტრით გადაადგილდა.

ყურის ფართობი 130 კმ²-ია. სანაპირო შელფი ვიწროა, ვრცელდება 300 — 2500 მეტრზე სანაპირო ხაზიდან და მისი საშუალო სიღრმე 50 მეტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]