პორფირა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პორფირა (Porphyra), ძოწეული წყალმცენარეების გვარი ბანგიასნაირთა კლასისა. მისი ფირფიტისებრი თალუსის სიმაღლე 1 მ აღწევს; შედგება 1-2 შრედ განლაგებული ჰაპლოიდური უჯრედებისაგან. სქესობრივი გამრავლება ხდება კარპოსპორებით, უსქესო - მოსოსპორებით.
ცნობილია პორფირას 25 სახეობა. იზრდება ზომიერი სარტყლების ზღვებში. იყენებენ საჭმელად. კულტივირებულია იაპონიასა და ჩინეთში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 171, თბ., 1984
სტატიის