პორტუს უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პორტუს უნივერსიტეტი (პორტ. Universidade do Porto) — უმსხვილესი უნივერსიტეტი პორტუგალიაში (დაახლ. 29 ათ. სტუდენტი).
დაარსდა პორტუგალიის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის დეკრეტით 1911 წლის 22 მარტს. უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ცნობილი მათემატიკოსი ფრანსიშკუ გომეშ ტეიშეირა. ამჟამად რექტორია (2006 წლიდან) – ჟოზე კარლუშ დიოგუ მარკეშ დუშ სანტუში. დევიზი — ლათ. Virtus Unita Fortius Agit.
უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ პორტუში. მისი 14 ფაკულტეტი განფენილია უნივერსიტეტის 3 კამპუსში. უნივერსიტეტს კავშირი აქვს მსოფლიოს 500-მდე უნივერსიტეტთან.
სტატიის