პორტუგალიის მწვანეები
|
Partido Ecologista "Os Verdes" |
||
|---|---|---|
| დაფუძნდა | 1982 | |
| იდეოლოგია | მწვანე პოლიტიკა ეკო-სოციალიზმი |
|
| ევროპული აკრედიტაცია | ევროპის მწვანეთა პარტია | |
| საერთაშორისო აკრედიტაცია | გლობალური მწვანეები | |
| ფერები | მწვანე | |
| შტაბ-ბინა | Rua da Boavista 83, 3 DTO, 1200-066 ლისაბონი |
|
|
|
||
პორტუგალიის მწვანეთა პარტია (პორტ. Partido Ecologista "Os Verdes" ან PEV) — პორტუგალიის მწვანეთა და ეკო-სოციალისტთა პარტია. ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი და ევროპის მწვანეთა ფედერაციის დამფუძნებელი.
იგი პირველი პარტიაა პორტუგალიაში, რომელიც მუშობდა ეკოლოგიურ პრობლემებზე. პარტიას აქვს ახლო ურთიერთობები პორტუგალიის კომუნისტურ პარტიასთან და 1987 წლიდან მასთან ერთად არის კოალიციაში. პარტია ფლობს რამდენიმე მანდატს ადგილობრივ საკრებულოებში და ორ ადგილს პორტუგალიის პარლამენტში.
პარტიის ახალგაზრდული ფრთას წარმოადგენს Ecolojovem. ის გამოსცემს გაზეთს სახელად:Folha Verde (პორტ. Folha Verde). მისი შტაბბინა განთავსებულია ლისაბონში.
სექციების სია |
ისტორია და ძირითადი მონაცემები [რედაქტირება]
პარტია დაარსეს 1982 წელს, პორტუგალიის მოქალაქეებმა რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ეკოლოგიური პრობლემებით. მისი საწყისი სახელი იყოპორტ. Movimento Ecologista Português - Partido "Os Verdes". ამ ახალ პარტიას თავიდანვე მხარს უჭერდა პორტუგალიის კომუნისტური პარტია და მისი ერთერთი დამფუძნებელი ზიტა სეაბრა იყო კომუნისტური პარტიის წევრი.
70-იანების ბოლოს მსოფლიო დადგა ისეთი ეკოლოგიუური პრობლემების წინაშე როგორიცაა: სათბურის ეფექტი და ოზონის ხვრელის გათხელება. პორტუგალიის საზოგადოებაში ორგანიზებული ეკოლოგიური მოძრაობის საჭიროებამ გამოიწვია მწვანეების შექმნა, რომლებმაც მსგავსი პრობლემები წამოწიეს პლიტიკურ ფლანგზე.
პარტიამ დაფუძნების შემდეგ შექმნა რეგიონალური ჯგუფები, რომლებიც დღემდე იზრდებიან. ქვეყნის მასშტაბით პარტიის ზრდამ ხელი შეუწყო წევრების სხვადასხვა პოზიციებზე არჩევას. დღეისთვის (2005 წლის არჩევნების მიხედვით) პარტიას ჰყავს რამდენიმე წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და ორი წევრი პორტუგალიის პარლამენტში: ჰელოიზა აპოლონია და ფრანცისკო მადეირა ლოპესი.
პარტიას აკრიტიკებენ კომუნისტებთან მათი მჭიდრო კავშირის გამო, მათ ზედმეტ სახელსაც კი ეძახიან "საზამთროები - მწვანე გარედან, წითელი შიგნიდან". მიუხედავად იმისა რომ პარტიას ცალკე (კომუნისტების გარეშე)არჩევნებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა, მათი პოზიციები მაინც განსხვავდებაისეთ საკითხზე როგორიცაა: ატომური ენერგიის მხარდაჭერა.
პარტია ასევე წარმოდგენილია საარჩევნო კომისიაში და განათლების ნაციონალურ საბჭოში.
პარტიის ახალგაზრდული ფრთა არის პორტ. Ecolojovem, რომელიც დაარსებულია 1989 წელს და არის ახალგაზრდა მწვანეების ევროპული ფედერაციის წევრი.
პარტია გამოსცემს გაზეთს, პორტ. Folha Verde (მწვანე ფოთოლი), რომელსაც აქვ მიღებული რამდენიმე პრიზი უნიკალური დიზაინისა და სტილისათვის.
შედეგები არჩევნებში [რედაქტირება]
არჩევნებზე მწვანეები ერთიანდებიან პორტუგალიის კომუნისტურ პარტიასთან, ერთიან დემოკრატიულ კოალიციაში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები [რედაქტირება]
| პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნების შედეები [1] |
||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| წელი | მდებარეობა | არჩევნების ტიპი | ხმა | % | მანდატი | |||
| 1987 |
|
|
|
|
|
|||
| 1991 |
|
|
|
|
|
|||
| 1995 |
|
|
|
|
|
|||
| 1999 |
|
|
|
|
|
|||
| 2002 |
|
|
|
|
|
|||
| 2005 |
|
|
|
|
|
|||
შენიშვნა:
რაოდენობაში ნაჩვენებია ერთიანი დემოკრატიული კოალიციის წევრების რაოდენობა, ხოლო ფრჩხილებში მწვანეთა პარტიის წევრების.
ლოკალური არჩევნების შედეგები [რედაქტირება]
| ლოკალური არჩევნების შედეგები [2] |
||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| წელი | მდებარეობა | არჩევნების ტიპი | ხმები | % | მანდატები | |||
| 1985 |
|
|
|
|
|
|||
| 1989 |
|
|
|
|
|
|||
| 1993 |
|
|
|
|
|
|||
| 1997 |
|
|
|
|
|
|||
| 2001 |
|
|
|
|
|
|||
| 2005 |
|
|
|
|
|
|||
ევროპის პარლამენტის არჩევნები [რედაქტირება]
| ევროპის პარლამენტის არჩევნების შედეგები [3] |
||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| წელი | მდებარეობა | არჩევნების ტიპი | ხმა | % | მანდატები | |||
| 1987 |
|
|
|
|
|
|||
| 1989 |
|
|
|
|
|
|||
| 1994 |
|
|
|
|
|
|||
| 1999 |
|
|
|
|
|
|||
| 2004 |
|
|
|
|
|
|||
შენიშვნა:
- 2004 - ში, ევროპის კავშირის გაფართოების შემდეგ, პორტუგალიიდან არჩეული წევრების რაოდენობა შემცირდა 25-დან 24-მდე.
სტატიის