პორტლანდცემენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Portland Cement Bags.jpg

პორტლანდცემენტი (ინგლ. Portland —დიდი ბრიტანეთის სამხრეთში მდებარე ნახევარკუნძულის სახელწოდება), ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერება, ცემენტის სახეობა, რომელსაც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. ღებულობენ დაწვრილმანებული კლინკერისა და თაბაშირის ნარევისაგან. ზოგჯერ უმატებენ აქტიურ მინერალურ ნივთიერებებს. პორტლანდცემენტის უმნიშვნელოვანესი თვისებებია: სიმტკიცის გადიდება გამყარებისას, წყალმედეგობა არააგრესიულ გარემოში, ყინვამედეგობა. ამზადებენ პორტლანდცემენტის სახესხვაობებსაც (უფრო სწრაფმყარებადს, პლასტიფიცირებულს, ჰიდროფობურს, სულფატმედეგს, თეთრს, ფერადს და სხვა). პორტლანდცემენტის მარკებია: 300, 400, 500 და 600.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.