პორტალი (არქიტექტურა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პორტალი

პორტალი (გერმ. Portal < ლიტვ. porta — შესასვლელი, ჭიშკარი) — არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესვლელად არის გამოყენებული. ძვ. ეგვიპტისა და ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია ბრტყელი კოჭით გადახურული პორტალი; ძველი მესოპოტამიისათვის — თაღოვანი, ახლო და შუა აღმოსავლეთისათვის — პორტალი-პეშტაკი. XII საუკუნიდან რომანულ, გოტიკუ და ძველ რუსულ არქიტექტურაში გავრცელდა თაღოვანი, ე. წ. პერსპექტიული, პორტალი რენენსანსული და ბაროკოული პორტალები დამუშავებული იყო სვეტებითა და პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა ანტაბლემენტი ან ფრონტონი.

ლიტერატურა[რედაქტირება]