პორტალი:წმინდანები/მამაკაცი წმინდანები/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2009[წყაროს რედაქტირება]

დეკემბერი[წყაროს რედაქტირება]

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი, ახალი სტილით - 19 დეკემბერი.


წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებნდენ. .. (...სრულად)

2010[წყაროს რედაქტირება]

იანვარი[წყაროს რედაქტირება]

აბო თბილელი (დ. დაახლ. 757 - გ. 6 იანვარი, 786), ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით - 21 იანვარი.

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა... (...სრულად)

თებერვალი[წყაროს რედაქტირება]

მაქსიმე აღმსარებელი (დ. 580 - გ. 13 აგვისტო, 662) წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა, თუმცა ამ ხარისხშიც იგი, თავისივე სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.... (...სრულად)

მარტი[წყაროს რედაქტირება]

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (* 7 სექტემბერი, 1861, მარტვილი ― გ. 29 მარტი, 1927, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.

1885 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887-1896 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რომლების აფხაზებს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. 1897 ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. 1900 წელს ბერად აღიკვეცა. აკადემია დაასრულა 1901 წელს... (...სრულად)

აპრილი[წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა – გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) – ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.

1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.... (...სრულად)

მაისი[წყაროს რედაქტირება]

ანდრია პირველწოდებული (ბერძ. Ανδρέας - ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე - 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში.... (...სრულად)

ივნისი[წყაროს რედაქტირება]

ანთიმოზ ივერიელი (დ. 1650 ან 1660 - გ. 1716) - მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე. 1708 წელს ვლახეთის მიტროპოლიტი. წარმოშობით ქართველი.

საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული მოხვდა ვლახეთში, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა იგი სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ანთიმოზ ივერიელის, ვითარცა მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელმა დიდი ამაგი დასდო რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებას. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა "სახარება". როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს... (...სრულად)

ივლისი[წყაროს რედაქტირება]

ღირსი პაისი დიდი V საუკუნეში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი განდეგილი. დაიბადა ეგვიპტეში, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. წმინდანის მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ კი ანგელოზის შეგონებით უმცროსი შვილი - პაისი ღვთისმსახურებს მიაბარა აღსაზრდელად. პაისიმ სიყრმეშივე შეიყვარა მონაზვნური ცხოვრება და, როცა წამოიზარდა, ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტს მიაშურა. აქ ნეტარმა სრულიად მოიკვეთა საკუთარი ნება და ყველაფერში მოძღვარს, წმინდა პამვას (ხს. 18 ივლისს) ემორჩილებოდა. მოსაგრე გულმოდგინედ კითხულობდა წმინდა წერილს, მოუკლებლად ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, თავდაპირველად იგი კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს, შემდეგ - ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ კი, წმინდა ზიარების მიღების შემდეგ, მთელი სამოცდაათი დღის მანძილზე რჩებოდა უსმელ-უჭმელი. პაისი წმიდა პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმინდანი პასუხობდა: „ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის“.

ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 4 თებერვალს) ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის მონასტერში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშტის გვერდით დააბრძანა. წმინდანის ხსენების დღეა 19 (2.07) ივნისი... (...სრულად)

აგვისტო[წყაროს რედაქტირება]

წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (ებრ. אליהו, Eliyahu) - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე ახაბის ზეობისას მოუწოდა.

ელია დასახლდა ქვრივ ქალთან და უფალმა სასწაული მოახდინა: ისინი პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა. მალე ქვრივის ბიჭუნა ავად გახდა და მოკვდა. მგლოვიარე დედამ იფიქრა, რომ იგი ღმერთმა დასაჯა ძველი ცოდვებისათვის და თვალცრემლიანი მივიდა ელიასთან. ელიამ უთხრა: ”მომეცი შენი შვილი”. მან დედას გამოართვა მკვდარი ბავშვი და ოთახში შეიყვანა, თავის ლოგინზე დააწვინა და ლოცვით გააცოცხლა.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში... (...სრულად)

სექტემბერი[წყაროს რედაქტირება]

მოსე (ებრ.: מֹשֶה მოშე; არაბ.: موسى, მუსა) — ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.

უდიდესი წინასწარმეტყველის წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც ნაციის, არამედ მისი კანონმდებელი, მღვდელი და ღმერთთან შუამავალი. ალბათ ყველაზე კარგად ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე 13-ე საუკუნეში.

მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცენაბაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის. მისი ცხოვრების ისტორია პირველადაა აღწერილი ბიბლიის წიგნ "ექსოდში", თუმცა არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი მითითებები წიგნებში "ციფრები", "ლევიტუსი" და "დეუტერუმი". დღეს იუდაიზმის რელიგია მხოლოდ ბიბლიის ამ ხუთ წიგნზეა დაფუძნებული(რომლებსაც ხშირად მოსეს წიგნებს ეძახიან). მათ ჰქვია თორა, კანონის წიგნები.

დებატები მოსეს ცხოვრების ირგვლივ, მისი როლის ისრაელის წარსულში, მისი ავტორობის ბიბლიის პირველ ხუთ წიგნზე, მძვინვარებს მეცნიერთა შორის უკვე მრავალი დეკადის განმავლობაში. ისინი ვინც ბიბლიას სიტყვა-სიტყვით იგებენ, თვლიან, რომ ყველაფერი მოსეზე ნათქვამი არის აბსოლუტური ისტორიული სიმართლე. ხოლო სწავლულები და ისტორიკოსი კრიტიკოსები თვლიან, რომ წიგნში შემდგომში ბევრი ლეგენდარული, ფანტასტიკური ჩაიწერა. ისინი აგრეთვე დაჟინებით ამბობენ, რომ, იგი ვერ მიიწერდა წიგნებს. ამ დაპირისპირებაში უპირატესობა აქვთ სწავლულებს, რადგანაც მათ დაამტკიცეს, რომ ბიბლია შედგება რამდენიმე გაერთიანებული ტექსტისგან... (...სრულად)

ოქტომბერი[წყაროს რედაქტირება]

სერგი რადონეჟელი (რუს. Сергий Радонежский; დ. 3 მაისი, 1314 – გ. 25 სექტემბერი, 1392) – რუსი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 სექტემბერი, ახალი სტილით - 8 ოქტომბერი.

ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მთელმა ერმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება.

წმინდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს. 1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის სიმრავლის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები. როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება ამოიფრქვა - არა მარტო ცხედარს, წმიდა სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი... (...სრულად)

ნოემბერი[წყაროს რედაქტირება]

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ან სოლუნელი (ბერძ. Άγιος Δημήτριος; გ. 306 წ.)— ქრისტიანი წმინდანი. ის აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს.

ტახტზე ასულმა მაქსიმილიანე გალეროსმა, სამხედრო ღირსებებისათვის, იგი თესალონიკის მხარის პორკონსულად დანიშნა 305 წელს. მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და ქრისტიანების დევნა. მაგრამ დევნის ნაცვლად დიმიტრი განცხადებულად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ამ გზით ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ საპყრობილეში ჩააგდებინა იგი, თვით კი ამასობაში გლადიატორთა ასპარეზობებით ტკბებოდა, სადაც მისი რჩეული გოლიათი, ვინმე ლიოსი ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში მყოფ დიმიტრის გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა ლიოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლიოსს, რისთვისაც იმპერატორმა გამარჯვებული სიკვდილით დასაჯა, ხოლო დიმიტრის მკვლელები შეუგზავნა... (...სრულად)

დეკემბერი[წყაროს რედაქტირება]