პორტალი:წმინდანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დიდება
წმინდანები

წმინდანები – განსაკუთრებული სიწმინდით გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვნი ფიგურები არიან ბევრ რელიგიაში, განსაკუთრებულად ქრისტიანობაში. ტერმინი ყველაზე ხშირად ქრისტიანებთან მიმართებაში გამოიყენება და ნიშნავს წმინდას ან უბიწოს. ამ ტერმინს იყენებენ ასევე სხვა რელიგიებშიც, რომ გამოხატონ დამსახურებული ადამიანის პატივისცემა. წმინდანებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში აქვთ შემდეგი მსგავსებები: სამაგალითო ნიმუში; არაჩვეულებრივი მასწავლებელი; გაკვირვების გამომწვევი ან კეთილმოსურნე ძალის წყარო; ქომაგობა; თავშეკავებული და მომთმენი ქცევები და გულის გადაშლა წმინდანთან... (…სრულად)

რედ.

რჩეული სტატია

აბიბოს ნეკრესელი

აბიბოს ნეკრესელი - საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).

ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგოც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა... (...სრულად)

რედ.
არქივი.

მამაკაცი წმინდანები

საბა განწმენდილი

საბა განწმენდილი – (ბერძ. Σάββα; 439, კაპადოკია5 დეკემბერი 532, პალესტინა) – V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე მამა, განდეგილი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი.

სოფელ მუტალასკში. მისი მშობლები – იოანე და სოფიო კეთილშობილი წარმოშობის, ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. როცა ყრმას 5 წელი შეუსრულდა, ისინი ალექსანდრიაში გაემგზავრნენ. იოანეს მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა და ეს გამგზავრება მისი სამსახურით იყო გამოწვეული. საღმრთო განგებულებით, პატარა საბა მამისეულ სახლში დარჩა და მასზე ზრუნვა დედის ძმამ, ერმიმ იკისრა. მას ძალზე ბოროტი ცოლი ჰყავდა, რომელმაც აიძულა საბა, მამის ძმასთან გადასულიყო საცხოვრებლად... (...სრულად)

რედ.
არქივი.

იცოდით, რომ...

მაქსიმე აღმსარებელი
რედ.
არქივი.

ახალი სტატიები

ქართველი წმინდანებიმართლმადიდებელი წმინდანებიარქიფო მოციქული - გაიოზ მოციქული‎პეტრე ბულგარელი‎თეოფილე ახალიწმინდა კლეონიკეპიმენ სალოსიტროფიმე და თალიაიულიანე ანაზავრელიეგნატე ბრიანჩანინოვიბორის I (ბულგარეთი)ოლღა მოციქულთასწორისტეფანე საბაწმინდელი‎იულია ქალწული‎კოზმან ხუცეს-მონაზონიირინეოს ლიონელიპიმენ დიდისერგი რადონეჟელი100 000 მოწამე6 000 გარეჯელი მოწამე7 გარეჯელი მოწამე300 ლაზი მოწამეარსენ ნინოწმინდელი ...

რედ.

კატეგორიები

რედ.

ქალი წმინდანები

დიდმოწამე ეკატერინე

დიდმოწამე ეკატერინე – (ბერძნ. ἡ Ἁγία Αἰκατερίνη ἡ Μεγαλομάρτυς; 287—305) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა... (...სრულად)

რედ.
არქივი.

თვის წმინდანები

სხვა წმინდანები
რედ.


ქეშის გაწმენდა