პორტალი:ფიზიკა/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლითიუმის ატომი
ლითიუმის ატომი
ფიზიკა (ბერძნ. φύσις (physis) — "ბუნება" ან "სხეული", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივი") არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. XX საუკუნემდე მას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელმაც გარდაქმნა თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, კვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და მრავალი სხვა. (იხ. სრულად)