პორტალი:ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფონი
საგზაო ნიშნები
საგზაო ნიშნები


ტრანსპორტი (ლათ. trans - გადაღმა, და portare - ზიდვა) — ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ტრანსპორტთან დაკავშირებული თემები იხილეთ დეტალურად ამ კრებულში:


რჩეული სტატია

თბილისის მეტროს სქემა
თბილისის მეტროს სქემა

თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 22 სადგურია განლაგებული ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი "ე" ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, ,,ელექტრო დეპო" და ,,გლდანის დეპო".

2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4 და 3 ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება პირველ და მეორე ხაზებზე შესაბამისად. ერთი მგზავრობის საფასური 40 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა). ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 1:00-მდე, ვაგონთა შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებით. (...სრულად)

რჩეული ბიოგრაფია

ვერნერ ფონ ბრაუნი
ვერნერ ფონ ბრაუნი

ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun; დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი - გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანულ რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს. ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში, სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ. აქ იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“ მიიჩნევა. (...სრულად)

რჩეული სურათი

ამ თვეს...

აისბერგი ტიტანიკის სიახლოვეს
აისბერგი ტიტანიკის სიახლოვეს

იცოდით, რომ...

ახალი ათონის საგამოქვაბულო რკინიგზა
ახალი ათონის საგამოქვაბულო რკინიგზა

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

მიმდინარე სამუშაოები
მიმდინარე სამუშაოები

ახალი სტატიები

ცინცხალი სტატიები ჩასვით სიის თავში / მიუთითეთ {{ავტორი}} :

GPS გოტა / ავტოსტრადა ფირცხალავა / ელექტრომობილი სურპრიზი / კიევის ტრამვაი ალ-ო / ნაძალადევი (თბილისის მეტრო) სანდრო / გოცირიძე (თბილისის მეტრო) სანდრო / ტაუერ-საბვეი ალ-ო / ყირიმის ტროლეიბუსი ალ-ო / ტრანსციმბირის მაგისტრალი ალ-ო ...


დობილი პორტალები

ტექნიკა ენერგია მექანიკა გზები საზ.
ტრანსპორტი
მეტრო ავტომობილი ავიაცია სხვა...