პორტალი:სამეცნიერო ფანტასტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში

რედაქტირება სამეცნიერო ფანტასტიკა

სამეცნიერო ფანტასტიკა მხატვრული ლიტერატურის დარგია, რომელიც ძირითადად მომავლის მხატვრულ აღწერას ეძღვნება მიმდინარე ან მომავლის ტექნოლოგიების შესაძლებელობების წარმოდგენით. ჟანრის მთავარი ხერხია გონებრივი ცდა. ფანტასტიკის განითარება მეცნიერებისა და ტექნიკის მზარდ გავლენას უკავშირდება საზოგადოების განვითარებაზე. ჟანრი პოპულარული XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება და მწერლობაში, მხატვრობაში, ტელევიზიაში, კინოში, თამაშებში და არქიტექტურაშიც კი აისახა.

რედაქტირება რჩეული სტატია
SGC-ს ვარსკვლავთკარიბჭე

ვარსკვლავთკარიბჭე (ინგლ. stargate) არის გამოგონილი მოწყობილობა, რომელიც შექმნეს ძველებმა და რომელიც გამოიყენება ვარსკვლავთკარიბჭის ფიქციურ სამყაროში. კარიბჭის დანიშნულებაა თითქმის მყისიერი პლანეტათშორისი მოგზაურობების განხორციელება.

ვარსკვლავთკარიბჭე ძველების ენაზეასტრია პორტას“, გოა’ულდურადჩაპპა'აი“; სხვადასხვა პლანეტაზე მას ასევე უწოდებენ „ღმერთთა რგოლს“ ან უბრალოდ „კარიბჭეს“) არის მოწყობილობა, რომლის მიზანია სივრცე-დროზე ზემოქმედება მასში ჭიახვრელის შესაქმნელად, რაც პლანეტიდან პლანეტაზე (უფრო სწორედ კი კარიბჭიდან კარიბჭეში) თითქმის მეყსეული გადაადგილების საშუალებას იძლევა. ვარსკვლავთკარიბჭის ძირითადი გამოყენება ქვესივრცეში შექმნილი გვირაბის მეშვეობით სამყაროს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ძალიან სწრაფი გადაადგილებაა. ეს გადაადგილება ანუ ტელეპორტაცია მგზავრის შემადგენელი ნივთიერების ქვეატომურ დონემდე დაშლითა და ამ გზით მიღებული ნივთიერების ნაკადის წარმოქნილ ჭიახვრელში გაგზავნით მიიღწევა. (...სრულად)

რედაქტირება რჩეული ნაწარმოები
რედაქტირება ახალი სტატიები
რედაქტირება იცოდით, რომ…

რობოტიკის სამი კანონი აიზეკ აზიმოვის კალამს მიეკუთვნება და ისინი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

  • პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს თავის ქმედებითა თუ უმოქმედობით;
  • მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ისინი არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს;
  • მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.
რედაქტირება რჩეული სურათი
ელვა ძალური ფარით დაცული ატლანტისის თავზე

ელვა ძალური ფარით დაცული ატლანტისის თავზე
რედაქტირება როგორ შემიძლია დავეხმარო

განსავრცობია :

სერ ართურ ჩარლზ კლარკის ბიოგრაფია

დასაწერია :