პორტალი:მუსიკა/იცოდით რომ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • ...ინგლისური როკ-ჯგუფ Oasis-ის სიმღერა „Wonderwall“ მიეძღვნა ნოელ გალაგერის იმდროინდელ მეგობარ გოგონას, მეგ მეთიუზს?
  • ...2014 წელს რობი უილიამსის მშობლიურ ქალაქში ქუჩებს მომღერლის სახელი დაერქვა და ტურისტებისთვის გაიხსნა მასთან დაკავშირებული სპეციალური მარშრუტი?
  • ...დღემდე გამოსულია ფრენკ ზაპას 102 ოფიციალური სტუდიური ალბომი?
  • ...Pseudotrichonympha-ს ოჯახის სამ მიკრობს დასახელებები P.leei, P. lifesoni და P. pearti მიენიჭა კანადური როკ-ჯგუფ Rush-ის წევრების პატივსაცემად?
  • ...1992 წლის შემდეგ, 2017 წელს, როჯერ უოტერსმა პირველად გამოუშვა სოლო-ალბომი (რისთვისაც 22 წელი დასჭირდა)?
  • ...ზუსტად ამდენივე, 22 წლის შემდეგ (1984-იდან მოყოლებული), 2006 წელს პინკ ფლოიდის გიტარისტმა დევიდ გილმორმა გამოსცა ალბომი On an Island?
  • ...Gorillaz-ის ალბომ Humanz-ის გამოცემის შემდეგ დეიმონ ოლბარნს დარჩა კიდევ 45 სიმღერა ჯგუფის მომავალი მასალისთვის?
  • ...დექსტერ ჰოლანდმა (The Offspring) დაწერა დისერტაცია მოლეკულარ ბიოლოგიაში და ამისთვის დოქტორის წოდება მიიღო?
  • ...2017 წლის ბოლოს ლუის ფონსის „Despacito“ ვიდეოს ნახვების რაოდენობა YouTube-ზე 4.5 მილიარდს აღემატებოდა?
  • ...ტეილორ სვიფტმა რადიოდიჯეი დევიდ მიულერი დაანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში და მისგან მიიღო სიმბოლური კომპენსაცია 1 აშშ დოლარის სახით?