პორტალი:მედიცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი: მედიცინა
პორტალი: მედიცინა



მედიცინა (ლათ. ars medicina — „კეთილდღეობის ხელოვნება“), მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილების, მკურნალობისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. (იხ. სრულად)
რედ.

რჩეული სტატია

ბაქტერიოფაგები (ბერძნ. φάγος — შთანთქმა) — ვირუსები, რომლებიც შერჩევით ანადგურებენ ბაქტერიულ უჯრედებს. ფაგები ვირუსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია. დღეისათვის შესწავლილია 100-მდე ბაქტერიული გვარის მიმართ სპეციფიური 4000-მდე ბაქტერიოფაგის იზოლატი. მათგან ყველაზე სრულად შესწავლილია T4 ბაქტერიოფაგი (სურათზე). ხშირად ბაქტერიოფაგები ბაქტერიების შიგნით მრავლდება და მათ ლიზისს იწვევს.

ბაქტერიოფაგების უმრავლესობა მორფოლოგიურად ჰგავს სპერმატოზოიდს ან თავკომბალას. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია კაფსიდი. ფაგის კაფსიდი ცილოვანი (პროტეინული) გარსითაა დაფარული და მის შიგნით მოთავსებულია გენეტიკური მასალა დნმ-ის ან რნმ-ის სახით. ფაგის კაფსიდი სიმეტრიული სტრუქტურაა და უმრავლეს შემთხვევაში მრავალწახნაგა იკოსაედრს წარმოადგენს. შესწავლილი ფაგების 95 % კუდისებრი სტრუქტურა აქვს, რომელიც აგებულია კუმშვადი ან არაკუმშვადი ცილებისაგან. კუდი ბოლოვდება ბაზალური მემბრანით, რომელზეც გამოზრდილია წვრილი ფიბრიები. ფიბრიები სამიზნე ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრების და ადჰეზიის ორგანოა. ფაგების დანარჩენი 5% სხვადასხვა ფორმისაა: ძაფისებრი, ლიმონის ფორმის ან პლეომორფული. პროტეინული გარსის გარდა ზოგიერთ სახეობას ლიპიდების შემცველი შალითა აქვს. ასეთი ფაგები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქლოროფორმისა და ლიპიდების დამშლელი სხვა აგენტებისადმი. (...სრულად)

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

რობერტ კოხი
რობერტ კოხი

რობერტ კოხი (Robert Koch; 1843-1910), გერმანელი მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1866 წელს დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. 1871-1880 წლებში სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი), სადაც საოჯახო ლაბორატორია შექმნა და თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. 1885-1891 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი იყო, 1891-1904 წლებში — ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა).

კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 წელს კოხს ნობელის პრემია მიენიჭა. (...სრულად)

რედ.

თვის გამოსახულება

პირის ღრუს რენტგენის სურათი.
პირის ღრუს რენტგენის სურათი.

სიბრძნის კბილის კისტი.

წყარო: საზ. დომენი

სხვა რჩეული ფოტოები...
რედ.

რჩეული ციტატა

ვიკიციტატა
„ერთადერთი გზა შეინარჩუნო ჯანმრთელობა არის: ჭამო რაც არ გინდა, დალიო რაც არ გიყვარს, და გააკეთო რასაც არ იზამდი.“
რედ.

იცოდით, რომ...

ფრედერიკ ჰოპკინზი
ფრედერიკ ჰოპკინზი
  • ...მითომანია მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი მიზეზგარეშე ძალაუნებურად იტყუება...
რედ.

ახალი სტატიები

ცინცხალი სტატიები ჩასვით სიის თავში / მიუთითეთ {{ავტორი}} :

კოდეინი ბექა / კოკაინი ბექა / ...
რედ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

რესურსები

რედ.


ძირითადი სტატიები

ფუნდამენტური დისციპლინები
ავადმყოფობა
მისი გარემო
ადამიანის ორგანიზმის გამოკვლევა
მედიცინის ისტორია
Les affections médicales

ფსიქიური დაავადებები • ალერგიული დაავადებები • სიმსივნეები • ინფექციური დაავადებები • Les maladies auto-immunes • Les maladies hématologiques • Les maladies du foie • Les maladies du poumon • Les maladies neurologiques • Les maladies de la peau • Les maladies des reins • Les maladies gynécologiques • Les urgences et la réanimation • Les maladies des glandes endocrines • Les maladies articulaires et osseuses • Les maladies du cœur et des vaisseaux • Les maladies du système immunitaire • Les maladies du tube digestif et organes digestifs • Les maladies de l'appareil urinaire et sexuel masculinles maladies d'origine génétique

Les affections chirurgicales
ავადმყოფობის პრევენცია და მკურნალობა
Les métiers de la santé
მედიცინა და საზოგადოება
რედ.

დობილი პორტალები

ბიოტექნოლოგია ჯანმრთელობა გონება და ტვინი მიკრობიოლოგია ნეირობიოლოგია ფსიქოლოგია მეცნიერება


რედ.