პორტალი:კლასიკური მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტალი:ავსტრია

ფაქტები მუსიკოსებზე

  • ბეთჰოვენის სიმფონიის რეპეტიციის დროს ორკესტრის არტისტებმა ყურადღება ერთ ჰარმონიულ სვლას მიაქციეს:

- მაესტრო! წესები კრძალავს აკორდების ასეთ თანმიმდერობას! - მე კი ნებას ვრთავ! - მიუგო ბეთჰოვენმა

  • ერთმა ავსტრიელმა ბარონმა ჰკოთხა მოცარტს:

- რატომაა თქვენი მუსიკა ესეოდენ თავისებური და არა ჰგავს სხვებისას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისევე ძნელია, როგორც იმაზე, თუ რატომაა ჩემი ცხვირი უფრო გრძელი ვიდრე სხვისი!

- თქვენი ოპერა ღვთაებრივია! შესაძლოა "ფიგაროს ქორწინებაზე" უფრო მშვენიერი, მაგრამ ჩემი ვენელებისთვის საკბილო არაა. - თქვენო აღმატებულესობავ! მიეცით მათ დრო კარგად დაღეჭონ იგი! - მიუგო მოცარტმა.

  • ერთ-ერთი ბრწყინვალე მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნებული პატარა მოცარტი, დედ-მამასა და დასთან ერთად, მშობლიურ ზალცბურგის ქუჩებზე დასეირნობდა. გზაზე გამოჩენილი თავკაცები - მდიდარი და თავმომწონე ბიურგერები შეხვდათ. ერთი წუთით ისინი დაიბნენ, აღარ იცოდნენ როგორ მიემართად უბრალო მუსიკოსის ვაჟისათვის. ერთი ციდა ბიჭუნასთვის "თქვენობით" მიმართვა იუკადრისეს, "შენობით" მიმართვა ვერ გაუბედეს ძლევამოსილი მეფე-დედოფლების, მაღალ სასულიერო პირთა და გავლენიანი ფეოდალების მიერ განებივრებულ მოცარტს. ერთმა მათგანმა, ვითომ ჩინებული გამოსავალი იპოვა ამ უხერხული მდგომარეობიდან და შემდეგი სიტყვებით მიმართა პატარა მოცარტს:

- აბა, როგორ ვიმგზავრეთ? როგორი წარმატება გვქონდა? ძვირფასი საჩუქრები ხომ ბლომად მივიღეთ? - ბატონებო, კარგადაც ვიმგზავრე, წარმატებაც დიდი მქონდა და ძვირფასი საჩუქრებითაც უხვად დამაჯილდოვეს, მაგრამ, მაპატიეთ, თქვენ ამ დროს არსად არ მინახიხართ - ბავშვური უშუალობით უპასუხა მოცარტმა.

  • ჰექტორ ბერლიოზი ორი წელი სწავლობდა სამედიცინოზე მამამისის სურვილით შემდგ კი მიატოვა და 19 წლის მუსიკალურზე ჩააბარა.
  • ფელიქს მენდელსონს თავისუფალ დროს ჩემოდნების კეთება უყვარდა.
  • ი.ს.ბახს ყავდა 20 შვილი. 10 სიღარიბეში გარდაიცვალა 4 კი განთქმული კომპოზიტორი გახდა.


რჩეული პიანისტი
თენგიზ ამირეჯიბი

თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ.30 სექტემბერი, 1927, თბილისი) ქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).

1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.

ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.

რჩეული კომპოზიტორი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი... (სრულიად)

რჩეული ოპერა
"ჯამბაზების" პირველი აფიშა. 1829 წ.
"ჯამბაზების" პირველი აფიშა. 1829 წ.

1890 წელს პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ წარმატებით მოხიბლულმა რუჯერო ლეონკავალომ გადაწყვიტა თავადაც დაეწერა მცირე ზომის რეალისტური ოპერა. 1890 წლის შემოდგომაზე მან ოპერის ლიბრეტო შესთავაზა მილანელ გამომცემელს ედოარდო ზონცონოს, რომელსაც მასკანისთანაც ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი და ოპერის შექმნაზე თანხმობაც მიიღო. „ჯამბაზების“ პრემიერა „სოფლის ღირსების“ პრემიერიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შედგა „ტეატრო დალ ვერმეში“ (მილანი, 1892) არტურო ტოსკანინის დირიჟორობით. ამ ოპერის ტრიუმფმა ლეონკავალო ცნობილ პიროვნებად აქცია.

ოპერის ლიბრეტო შთაგონებულია კატულ მენდესის 1887 წელს გამოქვეყნებული პიესით „ტაბარენელი ქალი“. ლეონკავალო ამ პიესის პრემიერის დროისათვის პარიზში ცხოვრობდა და სავარაუდოა, რომ ეს წარმოდგენაც იხილა, შთაგონების წყარო შეიძლება გამხდარიყო აგრეთვე მანუელ ტამაიო ი ბაუსის ესპანური პიესა „ახალი დრამა“, რომლის პრემიერა შედგა მადრიდში, 1867 წელს და რომელიც შემდეგ იტალიაშიც დაიდგა 1868 და 1891 წლებში. იმავდროულად საწყისი სიტუაცია (ცხოვრების, ყოფის შეჭრა სპექტაკლში) აგებულია მე-19 საუკუნის დასასრულის ლიტერატურაში გამოყენებული სქემის, ფაბულის მიხედვით.

რჩეული კომპოზიცია
ფანტასტიკური სიმფონიის ხელნაწერი
ფანტასტიკური სიმფონიის ხელნაწერი

ფანტასტიკური სიმფონია (ფრანგ. Symphonie fantastique) ჰექტორ ბერლიოზის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როცა შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - ჰარიეტ სმიტსონზე. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - ”ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან”. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო რომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ”ფანტასტიკური სიმფონის” ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლეიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა ”აკვიატებული იდეა” უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს... (სრულიად)

რჩეული ორკესტრი
საიმონ რეტლი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
საიმონ რეტლი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი

ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი (გერმ. Berliner Philharmoniker) — გერმანიის უმსხვილესი ფილარმონიული ორკესტრი, მდებარეობს ბერლინში. დაარსდა 1882 წელს. 2006 წელს "ათ საუკეთესო ევროპულ ორკესტრთაგან" მესამე ადგილი მიენიჭა ათი ევროპული მედიაკომპანიის კენჭისყრით, ვენისა და ნიდერლანდის სამეფო ორკესტრთა შემდეგ. 2002 წლიდან მისი მთავარი დირიჟორია სერ საიმონ რეტლი. მას ეკუთვნის ასევე რამდენიმე კამერული მუსიკის ანსამბლი. ორგანიზაციას ქალაქ ბერლინთან ერთად ნაწილობრივ დოიჩე ბანკი აფინანსებს... (სრულიად)

რჩეული დირიჟორი

ჰერბერტ ფონ კარაიანი (გერმ. Herbert von Karajan; 5 აპრილი, 1908, ზალცბურგი, ავსტრია16 ივლისი, 1989 ანიფი, ავსტრია) - განთქმული ავსტრიელი დირიჟორი.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დირიჟორი. 35 წელი მუშაობდა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან.

ჰერბერტ ფონ კარაიანი დაიბადა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. იყო თეოდორ ფონ კარაიანის შთამომავალი. მონათლული იყო როგორც ჰერიბერტ რიტერ ფონ კარაიანი (Heribert Ritter von Karajan). 1916-1926 წლებში სწავლობდა კონსერვატორია "მოცარტეუმში" (Mozarteum) ზალცბურგში... (სრულიად)