პორტალი:ენა/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


წმინდა კირილე და მეთოდე
წმინდა კირილე და მეთოდე

ბულგარული ენა (ბულგარულად – Български език) მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. ბულგარულს მრავალი დიალექტი აქვს. ისინი თავის მხრივ ცალკეულ კილო–კავებად იყოფა. ბულგარულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა არის მაკედონური. ამ ორი ენის დიალექტები ქმნის ერთგვარ ენობრივ კონტინუუმს. თვით ბულგარეთში ბევრი მაკედონურს არც კი აღიარებს ცალკე ენად და მას ბულგარულის დიალექტებს მიათვლის.

ბულგარულს საერთო არაფერი აქვს ე.წ. პროტობულგარულთან, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით თურქულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო ზოგ მეცნიერთა თეორიების მიხედვით კი პროტობულგარული ჩრდილოაღმოსავლეთ ირანულ ენათა ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს.

თანამედროვე ბულგარული ენა არის პირდაპირი მემკვიდრე ძველი ბულგარული ენისა, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა სახელი აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც სამი სახელი – ძველბულგარული, ძველი საეკლესიო სლავური და ძველი სლავურია გავრცელებული. (...სრულად.) რედ.