პორტალი:ახალი ამბები/2011 სექტემბერი 14

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 14 სექტემბერი, 2011 (2011-09-14) (ოთხშაბათი)
  • 15 დაღუპული და 50–მდე დაშავებული - მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში. ტამილანდის პროვინციაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. (1 არხი)
  • შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა რწმუნებულის პოსტზე გიორგი ტატიშვილი წარადგინა. ტატიშვილი საქართველოს პარლამენტის გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. მან რწმუნებულის თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონს ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. (1 არხი)
  • უძველესი აბანო, რომელმაც, შესაძლოა, თბილისის ისტორია შეცვალოს – არქეოლოგებმა კალაუბანში უნიკალური ნივთები აღმოაჩნიეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით დათარიღებული აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ, დედაქალაქის დაარსებამდე, თბილისის ტერიტორიაზე დიდი დასახლება არსებობდა. გათხრების დასრულების შემდეგ, ამ ადგილას ტურისტული ცენტრი გაიხსნება. (1 არხი)