პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 31

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 31 ოქტომბერი, 2010 (2010-10-31) (კვირა)
  • შაბათს ამსტერდამში გარდაიცვალა ცნობილი ნიდერლანდელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი ჰარი მულიში. ის 83 წლის იყო. მულიში, რომელიც 70 წიგნის ავტორია, ლიტერატურის სფეროში ჰოლანდიის პრაქტიკულად ყველა პრემიის ლაურეატი იყო. (რადიო თავისუფლება)
  • კოტ-დ’ივუარში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდა 14 კანდიდატი. ფავორიტებად ითვლებოდნენ სამნი - მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო, ყოფილი პრეზიდენტი ჰენრი კონან ბედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალასან უატარა. არჩევნების პროცესში ქვეყნის მთავარ ქალაქ აბიჯანის საკვანძო მნიშვნელობის წერტილებში გაეროს სამშვიდობო ძალები განთავსდა. 2004 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აქტიურად განაგრძობენ მოქმედებას ანტისამთავრობო ძალები. კოტ დ'ივუარი კაკაოსა და ყავის მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწარმოებელია. (რადიო თავისუფლება)