პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 22

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 22 ოქტომბერი, 2010 (2010-10-22) (პარასკევი)
  • ჩილელი მაღაროელები, რომლებმაც მაღაროს ნგრევის შედეგად მიწისქვეშ ორი თვე გაატარეს და მაშველებმა მათი ამოყვანა 13 ოქტომბერს შეძლეს, სასამართლოს მიმართავენ. როგორც მათი ადვოკატი იტყობინება, მაღაროელები სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან გაარკვიონ, თუ ვინ არის მაღაროში ნგრევაზე პასუხისმგებელი. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი იტყობინება, 5 აგვისტოს, სანამ მაღაროში ნგრევა მოხდებოდა, მათ ოპერატორს შეატყობინეს, რომ იქ ქანების რყევის საკმაოდ ძლიერი ხმა ისმოდა და მათ მიწის ზევით ამოყვანა მოითხოვეს, თუმცა, ამ მოთხროვნაზე მაღაროელებმა უარი მიიღეს. (რადიო თავისუფლება)
  • ჰაიტიზე გამძვინვარებულმა ქოლერის ეპიდემიამ 135 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”ფრანს პრესი” იტყობინება, იმ რაიონებში, რომლებსაც ეპიდემია შეეხო, საავადმყოფოები გადაჭედილია. ჰაიტელთა დიდი ნაწილი იანვარში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად, რომელსაც 230 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, კვლავაც კარვებში უწევთ ცხოვრება. რის გამოც იქ ანტისანიტარიაა შექმნილი, რაც ეპიდემის აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. (რადიო თავისუფლება)