პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 31

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 31 იანვარი, 2009 (2009-01-31) (შაბათი)
  • პრაღაში ასეულობით ადამიანმა ჩაიარა მარშით აშშ-ის ხელისუფლების ნების გასაპროტესტებლად ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსების საკითხზე-აქცია ჩეხური კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. პოლიციის მონაცემებით, მსვლელობაში ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მონაწილეობდა ორი ათასზე მეტი კომუნისტი. დემონსტრანტებს პლაკატები მიჰქონდათ წარწერით: „უარი რადარს!“ და „შეაჩერეთ შეიარაღების ახალი რბოლა!“. 2008 წელს ვაშინგტონმა და პრაღამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრაღის სამხრეთ-დასავლეთით ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უნდა განთავსდეს. უკანასკნელი გამოკითხვებით დგინდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი წინააღმდეგია მოვლენების ასეთი განვითარებისა. lenta.ru
  • შვეიცარიის პოლიციას ცრემლმდენი გაზის გამოყენება დასჭირდა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კონფერენციით უკმაყოფილოთა წინააღმდეგ, რომლებმაც დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყეს და არეულობის პროვოცირება სცადეს-აპ. დემონსტრაცია მშვიდად მიდიოდა ჟენევაში, სანამ პოლიციამ ათასკაციან ჟგუფს გზა არ გადაუღობა ქალაქის ცენტრისკენ. ამის შემდეგ სამართალდამცველების მისამართით ბოთლები და ქვები იქნა გამოყენებული. ჟენევის ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრანტებს მიტინგის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ აღებული. 60 ადამიანი დააკავეს, აქედან 30 უკვე გაუშვეს. ზოგიერთ მომიტინგეს ჯამბაზების ფორმები ეცვა და პოლიციის თანამშრომლებს დასცინოდა. lenta.ru
  • კენიაში მარიხუანის შენახვის ბრალდებით აშშ პრეზიდენტის ნახევარძმა ჯორჯ ობამაა დაპატიმრებული. პოლიციის განცხადებით, ბარაქის ძმამ დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ჯორჯ ობამას სასამართლო მოსმენა 2 თებერვლისთვის არის ჩანიშნული. ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ნახევარძმა კენიის დედაქალაქის, ნაირობის პოლიციის განყოფილებაშია. ახალგაზრდა ობამა უარყოფს მისდამი წაყენებულ ყველა ბრალდებას, მის თქმით, არ იცის და ვერც ხვდება რატომ ედავებიან ნარკოტიკების შენახვას. lenta.ru
  • იაპონია 17 მილიარდ დოლარს გამოყოფს ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული აზიური ქვეყნების დასახმარებლად AFP. იაპონიის მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა კაძუ კოდამამ განაცხადა, რომ ეს თანხა აზიურ ქვეყნებს ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოადგება. ამან, იაპონიის აზრით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შიდა მოთხოვნილების სტიმულირება უნდა მოახდინოს. კონკრეტულად რომელ ქვეყნებს ექნებათ იაპონიისგან დახმარების მიღების შესაძლებლობა, ჯერჯერობით არ ზუსტდება. lenta.ru
  • დიდი ბრიტანეთის მთავრობა კერძო სკოლების ნაციონალიზებას აპირებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო დაზარალდა-წერს გარდიანი. ნაციონალიზებული სკოლები სახელმწიფო აკადემიებად ჩამოყალიბდება. ბრისთოლში მდებარე ხუთი სკოლიდან ორი უკვე ამ სქემაშია მოხვედრილი, დანარჩენები სექტერმბრიდან შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლას. ექსპერტთა აზრით, ბევრი კერძო სასწავლო დაწესებულება სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადასვლას ამჯობინებს დახურვას. მთავრობის გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ კერძო დაწესებულებამ სახელმწიფო დოტაცია მიიღოს, სწავლის ქირის დაწევა და სასწავლო პროგრამაში ჩართვის სახელმწიფო პროგრამის მიღება მოუწევს. მაგრამ, ამის მიუხედავად, კერძო სკოლებს ბევრი პრივილეგია მიანც დარჩებათ როგორც სწავლის მეთოდის თვალსაზრისით, ასევე თანამშრომელთა დაქირავების კუთხით. guardian.co.uk