პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 16

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 16 იანვარი, 2009 (2009-01-16) (პარასკევი)
  • ჰამასის საბრძოლო ფრთამ, იზედინ ალ-ყასამის ბრიგადამ, ისრაელს პალესტინის შინაგან საქმეთა მინისტრის, საიდ სიამის, მკვლელობისათვის სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. „მისი (საიდ სიამის) სისხლი ამაოდ არ დაღვრილა“ — ნათქვამია ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში — „ჩვენ სიტყვებით კი არა, ქმედებით ვუპასუხებთ“. 15 დეკემბერს ისრაელის მიერ ღაზას სექტორის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ჰამასის ხელმძღვანელობის სამი მაღალჩინოსანი იქნა მოკლული. გარდა სიამისა, ავიადარტყმამ პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სალაჰ აბუ შრახი და ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური მაჰმუდ ვატფაჰი შეიწირა. lenta.ru
  • მადამ ტიუსოს მუზეუმში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ცვილის ფიგურა გამოჩნდა. ობამას ფიგურა თეთრი სახლის ოვალური დარბაზის ფონზეა განთავსებული. ობამა მეთვრამეტე პრეზიდენტი იქნება, რომელიც ოვალურ დარბაზს დაიკავებს. კაბინეტი 1909 წელს ააშენეს ამერიკის 27-ე პრეზიდენტის უილიამ ტაფტის დროს. მადამ ტიუსოს მუზეუმი კი 1835 წელს, ბეიკერ სტრიტზე გაიხსნა, 1884 წელს - მეროლბოუნ როუდზე გადავიდა, სადაც დღემდე მდებარეობს. მუზეუმის დამაარსებელი მარია ტიუსო დიდ ბრიტანეთში გადასახლებამდე საფრანგეთში ცვილის ფიგურების დამზადებას შეისწავლიდა. მუზეუმის ექსპოზიცია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, მსახიობების, მომღერლების, დამნაშავეების, რელიგიური ლიდერების ფიგურებს მოიცავს. telegraph.co.uk
  • ბანგლადეშმა საკუთარი ელჩი გაიწვია მალაიზიიდან, სავარაუდოდ, 1975 წელს ქვეყნის დამაარსებლის შეიჰ მუჯიბრ რაჰმანის მკვლელობისთვის გასასამართლებლად. ამ საკითხზე სასამართლოში სულ 28 ადამიანის საქმე განიხილება. თავად უკანგაწვეული ელჩი, მოჰამედ ხაირუზამანი, წამოყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხაირუზამანს რაჰმანის ოთხი დამხმარის მკვლელობის საკითხზე განმეორებით მოუწევს სასამართლოს წინაშე წარსდგომა. რაჰმანის ქალიშვილის პარტიამ შარშან, დეკემბერს, არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა, მისი თაოსნობით 1975 წელს ჩადენილი მკვლელობის გამოძიების საკითხი კიდევ ერთხელ დადგა. nst.com.my