პორტალი:ახალი ამბები/2009 თებერვალი 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 2 თებერვალი, 2009 (2009-02-02) (ორშაბათი)
  • კოლუმბიის სამხრეთში, ქალაქ კალის პოლიციის განყოფილებასთან მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა შორის კი ხუთი არასრულწოლოვანია. elpais
  • მეხიკოს ორ მილიონამდე მოსახლეს ეკონომიის მიზნით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. NY Times
  • კუბის ფორმის ლოგიკური სათამაშოს გამომგონებელი უნგრელი სკულპტორი და არქიტექტურის პროფესორი ერნო რუბიკი 5 თებერვალს ახალ, ბურთისებრ ლოგიკურ სათამაშოს წარადგენს. რუბიკის ახალი ვარიანტი, რომელსაც „რუბიკ 360“ ჰქვია, ერთმანეთში ჩაწყობილ სამ გამჭვირვალე სფეროს წარმოადგენს. შუაგულში ექვსი სხვადასხვა ფერის ბურთულაა, რომლებიც გარეთ უნდა გამოვიტანოთ. Telegraph
  • თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოღანი თეირანის საპატიო მოქალაქე გახდა. PressTV Iran
  • აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას კენიაში დაპატიმრებულ ნახევარძმას ყველა ბრალდება მოეხსნა. CNN
  • 2009 წლის იანვრის თვეში დედამიწის სხვადასხვა წერტილში 14 ჟურნალისტი დაიღუპა-ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა 2 თებერვალს ფრეს ფრეს ემბლემ ქემფეინმა, რომელიც პრესის წარმომადგენელთა უფლებების მონიტორინგს ახდენს მსოფლიო მასშტაბით. იანვრის მონაცემებით, მარტო ღაზას სექტორში 4 ჟურნალისტი დაიღუპა,რუსეთში 2, ვენესუელაში 2, პაკისტანში 3, სომალიში, ნეპალსა და შრი-ლანკაზე თითო-თითო ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. ორგანიზაცია „ფრეს ემბელემ ქემფეინი“ გვახსენებს, რომ 2008 წელს 91 რეპორტიორი დაიღუპა, ანუ ყოველ კვირა მსოფლიოში ორ-ორი ჟურნალისტი იღუპებოდა. lenta.ru