პორტალი:ახალი ამბები/2009 თებერვალი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 1 თებერვალი, 2009 (2009-02-01) (კვირა)
  • სულ ცოტა 43 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბებსა და სახელმწიფო ჯარებს შორის ატეხილი სროლისას (CNN). შეტაკება სვატის ველზე მოხდა. დანაკარგებზე პაკისტანის არმიაში ან მებრძოლებს შორის არაფერია ცნობილი. სვატის ველი ყოფილი სამთო-სათხილამურო კურორტი და ტურისტების თავშეყრის ადგილია, ამჟამად კი ველს ისლამისტები აკონტროლებენ.
  • ისლანდიაში მინისტრთა კაბინეტი ახალმა მთავრობამ შეცვალა. კაბინეტის გადაყენების მიზეზი მძიმე ეკონომიკური ვითარება გახდა. მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის მეთაური იოჰანა სიგურდარდოტირი გახდა. იოჰანა ყოფილი სტიუარდესაა, რომელიც პოლიტიკაში პროფკავშირული მოძრაობის შემდეგ მოხვდა. იგი ისლანდიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. წინა ხელისუფლებისას იოჰანა სიგურდარდორტირი სოციალური პოლიტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ახალი პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში ერთადერთი ღია ლესბოსელი ქალი პრემიერია. ისლანდიის ახალი მთავრობა 25 ივნისამდე, ანუ ხელისუფლების ვადამდელი არჩვნების დანიშვნამდე იმუშავებს. CNN
  • ლონდონში, ჩინეთის საელჩოსთან ტიბეტის თავისუფლების მომხრეებმა მასობრივი აქცია გამართეს, რაც არეულობაში გადაიზარდა (BBC). წინა დღით ლონდონს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის მთავრობის მეთაური ვენ ძიაბაო. საელჩოს შენობასთან ორგანიზაცია „თავისუფალი ტიბეტის“ ასობით წევრმა მოიყარა თავი. BBC