პორტალი:ავსტრალია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

ავსტრალიის პორტალი
უფრო მეტის სანახავად, ეწვიეთ ავსტრალიის კატეგორიას.
მთავარი   ინდექსი   პროექტები
Flag of the Commonwealth of Australia
Coat of Arms of the Commonwealth of Australia
Location on the world map

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 22 მილიონია, რომლის დაახლ. 60% ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

edit  

რჩეული სტატია

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, G-20, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული.


edit  

რჩეული სურათი

ახალი წლის ფეირვერკები სიდნეიში, 2005 წ.

ახალი წელი ავსტრალიაში აღინიშნება საზოგადოებრივი მოვლენებით ძირითად ცენტრებში. დღესასწაული ტიპიურად შეიცავს გასაოცარ ფეირვერკებსა და მუსიკალურ გართობებს. ახალი წლის აღნიშვნით, სიდნეი ერთ-ერთი განთქმულია მსოფლიოში. პორტ-ჯექსონში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იკრიბება იმისთვის, რომ უყურენ გასაოცარ ფეირვერკებს, რომლებიც თვალწარმტაც სანახაობას ქმნის ჰარბორის ხიდთან.

სურათი ეკუთვნის: Kvasir


edit  

სუბპორტალები

edit  

სიახლეები


edit  

22 აგვისტო - დღეს

edit  

იცოდით, რომ...

edit  

დობილი პორტალები


purge cache