პორნოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონური ქანდაკება, რომელიც სექსს ასახავს

პორნოგრაფია (ბერძნ. πόρνη — მეძავი და γράφω — წერა, ხატვა, აღწერა; სალაპ.: პორნო) — სქესობრივი ორგანოების ან სექსუალური აქტის სიტყვიერი ან ნატურალისტური აღწერა, სექსუალური აღგზნების მიზნით. დიდი ხნის განმავლობაში იკრძალებოდა სახელმწიფოს და რელიგიური მოღვაწეების მიერ. ზოგ სახელმწიფოში კი დღემდეა აკრძალული.

ფეტიშიზმის ნაირსახეობას, რომლის დროსაც სექსუალური მიდრეკილება ჩნდება პორნოგრაფიული საგნების მიმართ, ხოლო სექსუალური დაკმაყოფილება კი პორნოგრაფიის ყურების ან შექმნის დროს, პორნოგრაფომანიას ან პორნომანიას უწოდებენ.

პორნოგრაფია განსხვავდება ეროტიკის, ნუდიზმის და ნატურიზმისგან. მისი რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს, მათ შორის არის მსუბუქი პორნო, უხეში, გეი, ლესბოსური, საშინაო და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]