პონსის გამომცემლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პონსის გამომცემლობა (გერმ. Der Pons-Verlag) — გერმანული ლექსიკოგრაფიული გამომცემლობა.

პონსი ეკუთვნის კლეტის ჯგუფს და მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ შტუტგარტში, რომელშიც სულ 50 თანამშრომელია დასაქმებული. გამომცემლობა პონსის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს დიდი (მთავრული) მოხაზულობის მქონე ასოებით დაწერილ ფირმის სახელწოდებას PONS, რომელიც ლექსიკონების და 32 ენის სასწავლო სახელმძღვანელოებს.

გერმანიის წიგნის ბაზარზე გამომცემლობა პონსის გაყიდული ლექსიკონების სავაჭრო წილი დაახლოებით 35 % შეადგენს. პონსის ერთადერთი და უპირატესი კონკურენტია სალექსიკონო წიგნის ბაზრის გაყიდვათა ლიდერი ლანგენშაიდტის გამომცემლობა, რომლის გაყიდვათა წილი დაახლოებით 55 % შეადგენს, მაშინ როცა სხვა ამავე პროფილის გამომცემლობები დანარჩენ 10 % იყოფენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]