პონპეი (შტატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
პონპეი
ინგლ. Pohnpei State
დროშა

ქვეყანა მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
ადმ. ცენტრი Kolonia
კოორდინატები 6°51′00″ ჩ. გ. 158°13′00″ ა. გ. / 6.85000° ჩ. გ. 158.21667° ა. გ. / 6.85000; 158.21667
ფართობი 344 კმ²
მოსახლეობა 36 196 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 105,22 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+11:00]]

პონპეი (ინგლ. Pohnpei State) — მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ოთხიდან ერთ-ერთი შტატი. 1984 წლამდე შტატს ერქვა პონაპე. მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. შტატის ტერიტორიის ფართობია — 344 კმ². შტატის მოსახლეობაა — 36 196 ად. (2010 წლის აღწერა). მოსახლეობის სიმჭიდროვეა — 105,22 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კოლონია, რომელიც მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქ პალიკირიდან 8 კილომეტრში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ პონპეის რუკა

კუნძული პონპეი — მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში ფართობით, სიმაღლით, მოსახლეობით და განვითარებით ყველაზე დიდი კუნძულია. კუნძულის ფლორა და ფაუნა გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. პონპეი — ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოტიო ადგილია დედამიწაზე: ყოველწლიურად ნალექების რაოდენობა ზოგიერთ მთიან რაიონებში შეადგენს დაახლოებით 7600 მმ-ს.

პალიკირი — მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქი, მდებარეობს კუნძულ პონპეიზე. პონპეის საერთაშორისო აეროპორტი (კოდექსი IATA PNI) მდებარეობს კოლონიასთან ახლოს, მთავარი კუნძულის ჩრდილოეთის სანაპიროსთან ახლო მყოფ მომცრო კუნძულზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პონპეი ცნობილია ქალაქ ნან-მადოლის ნანგრევებით, რომელიც დაარსდა 1285 და 1485 წლებს შორის და იარსება, დაახლოებით 1500 წლამდე. ნან-მადოლის მეგალითური სტრუქტურები წყნარი ოკეანის რეგიონში მასშტაბით ედრება მხოლოდ აღდგომის კუნძულის მეგალითებს.