პომორები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პომორებითეთრი ზღვის სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროს ძველი რუსული მოსახლეობა, რომელიც ძირითადად ნოვგოროდის მიწებიდან იყო გადასახლებული. პომორებს უწოდებენ თეთრი და ბარენცის ზღვის მთელ მოსახლეობასაც. რუსების ჩამოსახლება აქ დაიწყო XII საუკუნიდან და გაგრძელდა XVIII საუკუნის დამდეგამდე. პომორების საქმიანობა ძველთაგანვე ზღვასთან იყო დაკავშირებული (თევზჭერა, მენავეობა, გემთმშენებლობა). მათ აფრიანი გემებით პირველებმა მიაღწიეს კუნძულ შპიცბერგენს.

პომორებისათვის დამახასიათებელია რუსული კულტურის ჩრდილოეთის კომპლექსი (არქიტექტურა, ტანსაცმელი, ჩვევები, კილოკავი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: