პომოლოგია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პომოლოგია (ლათ. pomum — ნაყოფი და ...ლოგია), ჯიშთმცოდნეობა, აგრონომიული სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს ხეხილოვან და კენკროვან მცენარეთა ჯიშებს ბაღების ჯიშობრივი შედგენილობის, ცალკეული ჯიშის გაუმჯობესებისა და მეხილეობაში მათი რაციონალურად გამოყენებისათვის.
პომოლოგია ადგენს ძირითადად ჯიშების საწარმოო-ბიოლოგიურ მაჩვენებლებს, მავნე პირობებისადმი (ყინვა, გვალვა, ქარი, მავნებლებ-დაავადებები) გამძლეობას, მოსავლიანობას, ადრეულობას, ნაყოფის ხარისხს და სხვა.
პომოლოგიის მეშვეობით ხდება ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიშების გამოვლინება-შესწავლა და მათი სამეურნეო შეფასება, ჯიშების ინტროდუქცია, რაიონული საწარმოო-ბიოლოგიური შესწავლის საფუძველზე ჯიშების დარაიონება, რაც 3 ეტაპად მიმდინარეობს:
- პირველადი ჯიშთშესწავლა — სამეცნიერო დაწესებულებათა პომოლოგიურ ბაღებში;
- სახელმწიფო ჯიშთგამოცდა — პირველადი შესწავლით გამოვლინებული პერსპექტიული ჯიშების შემოწმება;
- საწარმოო ჯიშთგამოცდა — ორი პირველეტაპგავლილი საუკეთესო ჯიშების შემოწმება
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჩხიკვაძე ნ., ქსე, ტ. 8, გვ. 156, თბ., 1984
სტატიის