პოლ ლანდოვსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ ლანდოვსკი

პოლ ლანდოვსკი (ფრანგ. Paul Landowski; დ. 4 ივნისი 1875; გ. 27 მარტი 1961) — ფრანგი მოქანდაკე. მისი საქვეყნოდ ცნობილი ქმნილებაა ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში.

ლანდოვსკი პარიზში დაიბადა, პოლონეთიდან დევნილთა ოჯახში. დაამთავრა საფრანგეთის ეროვნული აკადემია. 1900 წელს, დავითის ქანდაკებისთვის რომის პრემია მიიღო, რის შემდეგაც მისი ორმოცდათხუთმეტ წლიანი კარიერა დაიწყო. პარიზისთვის მან 35 ქანდაკება შექმნა, მისი შემოგარენისთვის კი თორმეტი. მათ შორისაა 1928 წელს შექმნილი არტ-დეკოს სტილის წმინდა ჟენევიევის ქანდაკება ტურნელის ხიდზე.

ლანდოვსკი ყველაზე უკეთ ცნობილია ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში აღმართული ქრისტეს ქანდაკებით, რომელიც მან 1931 წელს ბრაზილიელ სამოქალაქო ინჟინერ ეიტორ და სილვა კოშტასთან თანამშრომლობით შექმნა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ლანდოვსკის ეკუთვნის ქანდაკების თავისა და ხელების მონახაზებიც.

1928 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ხელოვნების შეჯიბრში ლანდოვსკიმ ოქროს მედალი მიიღო. 1933—1937 წლებში იგი რომის ფრანგული აკადემიის დირექტორი იყო. მისი შვილი იყო კომპოზიტორი მარსელ ლანდოვსკი.

პოლ ლანდოვსკი 1961 წელს, პარიზის გარეუბან ბილონ-ბიანკურში გარდაიცვალა, სადაც მისი ღვაწლის პატივსაცემად მუზეუმი შეიქმნა, რომელშიც მისი ასზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: