პოლ ვიდალ დე ლა ბლაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლ ვიდალ დე ლა ბლაში

პოლ ვიდალ დე ლა ბლაში
პოლ ვიდალ დე ლა ბლაში
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1845
დაბადების ადგილი პეზნასი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი 1918
გარდაცვალების ადგილი ტამარისი, საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

პოლ ვიდალ დე ლა ბლაში (ფრანგ. Paul Vidal de La Blache; დ. 22 იანვარი, 1845, პეზნასი — გ. 5 აპრილი 1918, ტამარისი) — ფრანგი გეოგრაფი. ფრანგული გეოგრაფიული სკოლის დამაარსებელი. გეოგრაფიასა და ისტორიას სწავლობდა პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. ავტორია გამოკვლევებისა ფიზიკური გეოგრაფიის და მოსახლეობის გეოგრაფიის დარგში. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „საფრანგეთის გეოგრაფიის სურათი“ (1903), „აღმოსავლეთი საფრანგეთი“ (1917) და სხვა. 1891 წელს დააარსა ფრანგული გეოგრაფიული ჟურნალი „Annales de géographie“. 1898-1918 წლებში სორბონში იყო გეოგრაფიის პროფესორი. მკვლევარის ძირითადი თეორიული ნაშრომები განზოგადებულია ემანუელ დე მარტონის რედაქციით გამოშვებულ წიგნში „საზოგადოებრივი გეოგრაფიის პრინციპები“ (1922).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]