პოლ დელაროში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ დელაროში

პოლ დელაროში (ფრანგ. Paul Delaroche; დ. 17 ივლისი, 1797, პარიზი — გ. 4 ნოემბერი, 1856, პარიზი) — ფრანგი მხატვარი, აკადემიზმის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მისი ნამდვილი სახელი იყო იპოლიტი, თუმცა მას სახლში პოლს ეძახდნენ, ამიტომაც მას ეს სახელი შერჩა თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. მისი მამა სურათების ექსპერტი იყო, ხოლო მისი ბიძა მუშაობდა პარიზის საგამომცემლო ბიბლიოთეკაში. ასე რომ, მომავალი მხატვარი, პოლ დელაროში მხატვრულ გარემოცვაში დაიბადა და შესაძლოა ამასაც უნდა უმადლოდეს თავის შემდგომ წარმატებებს.

თავდაპირველად დელაროში პეიზაჟმა გაიტაცა და მას იგი მხატვარი ვატელე ასწავლიდა, თუმცა შემდგომ მან სწავლა გააგრძელა დებორდისთან საისტორიო მხატვრობაზე. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა ბარონ გროსთან

უკვე 1832 წლისათვის მას იმდენად დიდი პოპულარობა ჰქონდა დაგროვილი, რომ იყო არჩეულ იქნა ინსტიტუტის წევრად. შემდგომ წელს მან მიიღო პროფესორის თანამდებობა ხელოვნების დარგში, პარიზის სასწავლებელში. 1834 წელს მიემგზავრება იტალიაში და ქორწინდება მხატვარ ვერნეს ერთადერთ ქალიშვილზე. მან იტალიაში სამი წელი დაჰყო.

ნამუშევრები[რედაქტირება]

პეტრე I-ის პორტრეტი (1838)









პორტრეტები[რედაქტირება]

მოსწავლეები[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]



Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: